წლევანდელი CES სავსეა ინოვაციური ტექნოლოგიებით, მათ შორის საუკეთესოები კი Honoree-ის ჯილდოს იმსახურებენ. Kosé-ც ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც თავი XR Technologies & Accessories-ის კატეგორიაში გამოიჩინა. ეს Mixed Reality Makeup-ით მოახერხა — უახლესი მაღალი სიჩქარის მქონე რუკების პროექტირების ტექნოლოგიით მომხმარებლებს მაკიაჟის კეთების სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. სისტემა მათ საშუალებას აძლევს, 3D გარემოში მაკიაჟის მრავალი დიზაინი გამოცადონ, აირჩიონ პროდუქტები იმაზე უფრო სწრაფად და თავდაჯერებულად, ვიდრე ამას მათ AR ფილტრები სთავაზობდა.
MR Makeup-ის ტექნოლოგია Yoshihiro Watanabe Laboratory of the Tokyo Institute of Technology-მ განავითარა და მაკიაჟის სახეზე პროექტირებას ხდის შესაძლებელს: „MR Makeup საშუალებას აძლევს მაკიაჟს, სწრაფად მიჰყვეს ადამიანის სხეულის მოძრაობებსა და სახის გამომეტყველების ცვლილებებს. თანაც, მაღალსიჩქარიანი სახის ამოცნობისა და პროექტირების ტექნოლოგიისთვის დაყოვნების დრო რამდენიმე მილიწამს ან უფრო ნაკლებს უდრის“.
ამ ტექნოლოგიაში კარგი ის არის, რომ ნებისმიერ სექციას ან ფორმას შეგიძლიათ, მოარგოთ, მარტივად შეცვლით სტილს, ფერებსა და ვიზუალებს ისე, რომ რეალურად არაფრის მოშორება დაგჭირდებათ:
საბოლოო შედეგი კი ნამდვილად გასაოცარია, ბუნებრივ ფერებსა და ტექსტურებს სთავაზობს მომხმარებლებს, რომელთა განმეორებაც თავად AR-საც არ შეუძლია. გამომდინარე იქიდან, რომ მაკიაჟი ადამიანის კანის ტონის შესაბამისად კეთდება, იგი კიდევ უფრო რეალისტური ხდება, რასაც ვერ ვიტყვით AR ფილტრებზე…
Kosé ფიქრობს, რომ ამ მიზეზების გამო MR Makeup Color Machine-ს მრავალფეროვანი პოტენციალი აქვს, შესაბამისად, მისი გამოყენება მაკიაჟისა და კოსმეტიკის სფეროს მიღმაც შეიძლება…
და თუ CES 2025-ის სხვა სიახლეებიც გაინტერესებთ, მაშინ ამ ბმულს უნდა ესტუმროთ.