in

CES 2026 Lenovo™-სთან ერთად – გაეცანით ტექნოლოგიის მომავალს AI ეპოქაში

Lenovo
Lenovo

CES 2026 „ლენოვოსთვის” განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა. ბრენდმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოფენაზე არაერთი ინოვაციური მოდელი წარადგინა, რომელთა ნაწილსაც მარკეტერის მკითხველი უკვე გაეცნო, ნაწილს კი დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ.

ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ეკრანი

Lenovo Smart Sense Display უბრალოდ ეკრანის კონცეფცია არ არის; ის ჭკვიანი multi-device ცენტრია. 27-ინჩიანი UHD ეკრანი თქვენს მოწყობილობებთან – მობილურ ტელეფონთან, ლეპტოპთან თუ პლანშეტთან – როგორც სადენებით, ისე უსადენოდ შეგიძლიათ დააკავშიროთ.

ეკრანი ასევე უზრუნველყოფილია ჭკვიანი ასისტენტით, რაც მოწყობილობების ხმოვანი ბრძანებებით მართვის საშუალებასაც გაძლევთ. მრავალი მოწყობილობის ერთდროული მართვა და სხვადასხვა საქმის ერთდროულად კეთება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა – უბრალოდ ისარგებლეთ მართვის მოქნილი პანელითა და „drag and drop“ ფუნქციით და გაამარტივეთ თქვენი სამუშაო დღე.

Lenovo Smart Sense Display Concept

ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი პერსონალიზებული ეკრანი მრავალფეროვან მოხმარებაზეა მორგებული და მომხმარებელს პროფილის, დღის დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს. იგი ავტომატურად აბალანსებს ეკრანის სიკაშკაშეს და რეალურ დროში ადაპტირდება თქვენი თვალის დაღლილობის, პოზის თუ სხვა ფაქტორების მიხედვით. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკრანი ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლითა და მათზე მორგებით უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე.

AI-Powered Personalized Display Concept

ჭკვიანი აქსესუარები

Lenovo-ს ადაპტირებადი კლავიატურის კონცეფცია კომპაქტური კლავიატურაა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც მრავალფეროვანი გამოცდილება სჭირდებათ. მუშაობიდან თამაშამდე, ჭკვიანი კლავიატურა ყველაფერს აკეთებს, რათა მეტი სიმძლავრე შემოგთავაზოთ. კლავიატურას აქვს რეგულირებადი ღერძების და ოპტიკური აქტივაციის კონტროლი, რომელიც ცვლის ღილაკების დაჭერისთვის საჭირო ძალას, რათა მომხმარებლებს თამაშის დროს ელვისებური სისწრაფით შეეძლოთ კლავიატურის პარამეტრებს შორის გადართვა მოქმედებისა და უფრო კონტროლირებადი, სიზუსტეზე დამოკიდებული სამუშაო სცენარებისთვის.

Lenovo Adaptable Keyboard Concept

Lenovo-ს თვითდამტენი კომპლექტი მოიცავს კლავიატურასა და მაუსს, რომლებიც სინათლის შთანთქმის უახლესი ტექნოლოგიით მუშაობენ. მზის ენერგიაზე მომუშავე მაუსი ინდუსტრიაში ერთ-ერთი პირველი მაუსია, რომელიც მხოლოდ ყოველდღიური შიდა განათების გამოყენებით იმუხტება. იმის მიუხედავად, მოგზაურობისას მაქსიმალურ კომოფრტს ეძებთ თუ სადენებისგან თავისუფალი, მინიმალისტური სამუშაო სივრცის შექმნა გსურთ, თვითდამტენი კომპლექტი თქვენს საჭიროებებს იდეალურად მოერგება.

Lenovo Self-Charging Kit Concept

ThinkCentre X სერია: თანამედროვე სამუშაო სივრცის ახალი ძალა

ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი Lenovo-ს ThinkCentre X AIO Aura Edition და ThinkCentre X Tower დესკტოპ კომპიუტერებს ინჟინერიის საოცრებად აქცევს.

ThinkCentre X AIO Aura Edition

ThinkCentre X AIO Aura Edition Copilot+ PC-ს აქვს 27.6 ინჩიანი 16:18 QHD დისპლეი, რომელიც უნიკალურ, თითქმის კვადრატულ ფორმას ქმნის, იდეალურია, როგორც კონტენტ კრეატორების, ისე პროგრამისტებისა და მონაცემთა ანალიტიკოსებისთვის. Intel Core Ultra Series 3 პროცესორებით აღჭურვილი დისპლეი ეფექტურად ერგება სხვადასხვა სამუშაო პროცესს. ჭკვიანი AI კამერა მხარს უჭერს Lenovo DeskView-ს, რომელიც მუშაობს Lenovo-ს AI Turbo Engine პროგრამული უზრუნველყოფით და ეკრანის წინ განთავსებული დოკუმენტების ციფრულ ფორმატირებაში გეხმარებათ. ხოლო ოთხი Harman Kardon® დინამიკი და ოთხმაგი მიკროფონის ნაკრები სტუდიური დონის აუდიო სისტემას ქმნის. Lenovo Share Zone-ის საშუალებით, AIO ერთდროულად ხდება კომპიუტერიც და მონიტორიც, ეკრანს ორ ნაწილად ყოფს, რათა ერთ ნაწილში AIO კონტენტი გიჩვენოთ, ხოლო მეორეში – სხვა დაკავშირებული მოწყობილობიდან მიიღოს ინფორმაცია.

ThinkCentre X Tower and Lenovo Sensor Hub

თუ თქვენი სამუშაო დღე AI მოდელების შექმნას და მონაცემთა ანალიზს მოიცავს, სრულიად ახალი პრემიუმკლასის ThinkCentre X Tower თქვენთვის იდეალურ, ადაპტირებად სამუშაო გამოცდილებას გთავაზობთ ორმაგი GPU ოფციებისა და Lenovo-ს AI Fusion Solution პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, რომელიც AI მოდელების 70 მილიარდ პარამეტრამდე დახვეწის საშუალებას იძლევა. მისი 34-ლიტრიანი კორპუსი აუმჯობესებს ჰაერის ნაკადის მიმოცვლას, ბიომიმეტური ვენტილაციის ფუნქცია კი ჩუმ და ეფექტურ გაგრილებას უზრუნველყოფს, რაც კომფორტულ და ეფექტურ სამუშაო პროცესს უზრუნველყოფს. ThinkCentre X Tower ასევე ხელმისაწვდომია Lenovo Sensor Hub ასისტენტით – მულტიმოდალური სენსორული სისტემით, რომელიც თქვენს გარემო პირობებზე ადაპტირდება, რათა დაიცვას თქვენი სამუშაოს კონფიდენციალურობა და მოახდინოს ენერგიის ეფექტური მოხმარება.

CES 2026-ზე წარმოდგენილი თითოეული კონცეფცია Lenovo-ს, როგორც მომავალზე ორიენტირებული ბრენდის პროგრესს ასახავს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თუ სიახლეების არ გეშინია, ინოვაციის გზა ყოველთვის არსებობს!

[პარტნიორის კონტენტი]

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია – უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

მალე შეგეძლებათ Instagram-ზე საკუთარი თავი სხვისი Close Friends-იდან ამოშალოთ