დროა, მოკლედ შევაჯამოთ სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუს (CES) მესამე დღე:
1) Lasso რეალურად გადაამუშავებს თქვენს ნარჩენებს
Lasso გადამამუშავებელი მოწყობილობაა, რომელიც შიდა გადამუშავებით მუშაობს – მას შემდეგ, რაც მასში ნარჩენებს მოათავსებთ, ის “ჭკვიანურად” ალაგებს, ანაწილებს მასალებს, აცლის ეტიკეტებს და იწყებს გადამუშავებას. Lasso შესაძლოა წელიწადში 3-8-ჯერ იყოს გასაწმენდი, რაზეც უშუალოდ კომპანია იზრუნებს.
2) Airthings ვირუსის გავრცელების საშიშროებას აფიქსირებს
ეს არის არა ვირუსებისგან გამწმენდი მოწყობილობა, არამედ მისი გავრცელების საშიშროების გაანალიზების. Airthings, ვირუსის გადაცემის რისკის შესაფასებლად, ზომავს ჰაერის ტენიანობას და ითვლის ოთახში ადამიანების რაოდენობას, რის შემდეგაც ადგენს სტატისტიკას, რამდენად საშიშია ახლა იქ ყოფნა და აუცილებელია ჰაერის გაზრდა ან, ოთახის დატოვება.
3) ახალი გზა ფუტკრების გადასარჩენად
B-Box ფუტკრების ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილი სკაა, რომელშიც მოთავსებულია მოწყობილობა BeeSecure – ის შიდა სივრცის ტენიანობასა და ტემპერატურას ზომავს. დიზაინის მხრივ მოსახერხებელია, რომ თაფლის აღების დროს, ფუტკრების სხვა განყოფილებაში მოთავსებაა შესაძლებელი.
4) Apple-ის რასობრივი მიუკერძოებლობა და სამართლიანობა
გასული წლის ივნისში, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობსი შემდეგ Apple-მა გადაწყვიტა, რასობრივი მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის ინიციატივის (REJI) წამოწყება, რასაც კვლავ განაგრძობს კომპანია და ჰქმნის ვირტუალურ სივრცეს, შავკანიანი კოლეგებისა და სტუდენტების რესურსებისთვის.
5) Sony-ს დრონი
ეს არის დრონი, რომელიც, როგორც ამბობენ, პროფესიონალ კინემატოგრაფებზეა გათვლილი, თავისი Sony Alpha კამერის სერიით.
6) მოწყობილობა გულის მონიტორინგისთვის
Covid-19-ისგან გამოწვეულმა პანდემიურმა მდგომარეობამ ბევრ ადამიანს კლინიკაში წასვლის თუ მკურნალობის შესაძლებლობა შეუზღუდა, რამაც ახალი გამოწვევა დააყენა ჩვენ წინაშე. HealthyU არის ინტელექტუალური სახლის მოწყობილობა, რომელიც თქვენი გულის მონიტორინგისთვის იდეალურია. მას შეუძლია, აკონტროლოს არტერიული წნევა, სუნთქვის სიხშირე, გულისცემა, SpO2 და ტემპერატურა და მოუსმინოს ფილტვებს.