CES 2020-მა, ანუ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურმა სამომხმარებლო ტექნოლოგიების გამოფენამ გვაჩვენა, რომ „სამსუნგი“ რობოტიკის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. უფრო კონკრეტულად, 7 იანვარს კომპანიამ CES-ზე რობოტი ბურთი – Ballie წარადგინა. ეს არის პერსონალური დამხმარე, რომელიც თქვენი ჭკვიანი სახლის მიზნისმიერად მართვაზე იზრუნებს და მეტიც, ეს არის რობოტი, რომელსაც, სამსუნგის წარმომადგენლის თქმით, „ესმის თქვენი, მხარს გიჭერთ და რეაგირებს თქვენს საჭიროებებზე“.
სახლის რობოტები, ანუ ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებიც საშინაო საქმეებში გვეხმარებიან, სიახლე არაა. თუმცა, Ballie არ შექმნილა კონკრეტული და ერთი სამუშაოს შესასრულებლად. ის ერთგვარი ჭკვიანი სახლის „დიასახლისია“, რომელიც თქვენი გაღვიძების მომენტიდანვე და მანამდეც, სანამ გძინავთ, ზრუნავს სახლის სისუფთავეზე, შინაური ცხოველების საჭიროებებსა თუ უსაფრთხოებაზე. სპეციალური კამერისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მას შეუძლია რამდენიმე ოპერაციას ერთდროულად, წარმატებით გაართვას თავი. ფაქტობრივად, როგორც პრეზენტაციისასაც ითქვა, Samsung-მა აქამდე გამოშვებული სახლის რობოტებისა და ასისტენტების უმეტესი ფუნქციები Ballie-ში გააერთანა. უფრო მეტს პროდუქტის შესახებ ვიდეოდან შეიტყობთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოჩნდება Ballie ტექნოლოგიურ ბაზარზე.
https://www.youtube.com/watch?v=c7N5UDZX7TQ&feature=emb_title