in

სმარტფონის დამტენი საახალწლო ნათურებით

სხვადასხვა კომპანია ცდილობს საკუთარ პროდუქტში საახალწლო განწყობის შემცველი დეტალების ინტეგრირებას. მსგავსად კარგ კომბინაციას კი იშვიათად შევხვედრივართ – Cewuidy-ს ტელეფონის დამტენი, რომელსაც საახალწლო ნათურები აქვს. „ამაზონზე“ განთავსებული რევიუების მიხედვით, ნათურებიანი დამტენი არ ხურდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 12 საათის განმავლობაში, უწყვეტად იქნება შეერთებული მისი ფასი კი 12 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ პროდუქტის გამოყენება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში როდი შეგიძლიათ. მომხმარებელთა ცნობით, მას სხვადასხვა წელს, შობის დღესასწაულის მოახლოებისას იყენებენ. დამტენის განათება (ნათურები) ჩართული რჩება იმ შემთხვევაშიც, თუ USB ლეპტოპთან, ან დენის წყაროზე გაქვთ შეერთებული, ხოლო სმარტფონი – არა. აღსანიშნავია ისიც, რომ დამტენს მონაცემების დაცვის ფუნქცია არ აქვს, რაც ამ საფასო სეგმენტისთვის ნორმალურიცაა.

სტარტაპერები მე-3, გრანდიოზული „სტარტაპ ექსპოსთვის“ ემზადებიან

მემანქანეობიდან, ტურიზმში გაFreeნამდე – ამბავი ლევან გიორგაძეზე