in

როგორ იწყობა თანამედროვე ჟურნალი: „სეზანის” პერსონალიზებული მიდგომა

ლამაზი, ხარისხიანად დაბეჭდილი ჟურნალი ციფრულ ერაშიც კი აუდიტორიასთან კომუნიკაციის, ბრენდის იმიჯის გაძლიერებისა და ინფორმაციის საინტერესოდ შეფუთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია.

მაგრამ იმისთვის, რომ ჟურნალს საჭირო გავლენა ჰქონდეს მკითხველზე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზუალური კომპონენტი, არამედ ქაღალდის ხარისხი, ყდის დიზაინი, ფერთა გამა, შეხებისას სასიამოვნო ფიზიკური – უამრავი ისეთი დეტალი, რომელზეც შესაძლოა არც კი იფიქროს ადამიანმა, რომელიც არაა პროცესში ჩახედული. სტამბა „სეზანი” კლიენტებს სრულად პერსონალიზებულ ჟურნალების ბეჭდვის სერვისს სთავაზობს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ზედმიწევნით გააკონტროლოთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი – ყდა, ფორმატი, ქაღალდი, ფერები და ა.შ.

ჟურნალის შექმნის პროცესი იწყება სიღრმისეული კონსულტაციით, რათა სრულად მოხდეს კლიენტის ხედვისა და პროექტის მიზნების გააზრება. სწორედ ამ კონსულტაციის პროცესში ზუსტდება ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის საფუძველზეც სტამბა უზრუნველყოფს კლიენტის კმაყოფილებას სრული პოლიგრაფიული მომსახურების პროცესში. პირველად ეტაპზე არასრული ან გაუმართავი კომუნიკაციის შემთხვევაში მაღალია შანსი საბოლოო შედეგი მნიშვნელოვან აცდენაში იყოს იმასთან, რაც კლიენტს ჰქონდა იდეაში.

შემდგომ ეტაპზე ირჩევა მასალები. პირველ რიგში, შესარჩევია ჟურნალის მასშტაბი (სტანდარტულ მასშტაბად ითვლება, მაგალითად, B5+, A4, A4+ ფორმატები) და ქაღალდები შიდა გვერდებისა და ყდისთვის. სეზანში შემოგთავაზებენ ქაღალდის რამდენიმე ტიპს, რომელთა წონაც 65-დან 170 გრამამდე ვარირებს. ყდისთვის უფრო მტკიცე ტიპის ქაღალდები გამოიყენება, რომელთა წონაც 250-დან 350 გრამამდეა. დაგჭირდებათ, ასევე, ოპტიმალური აკინძვის მეთოდის არჩევა, რომელიც ჟურნალის საბოლოო ზომაზე და სისქეზე იქნება დამოკიდებული.

ამავე პროცესის ნაწილია ოპტიმალური ჟურნალების ბეჭდვის მეთოდისა და ფერების შერჩევა. რა ჟანრის ჟურნალს ქმნით? გლამურულ მოდურ გამოცემას თუ დარგობრივ სამეცნიერო? ოპტიმალურ დეტალებს პირველ რიგში ის განსაზღვრავს, ვის ხელებში უნდა აღმოჩნდეს ჟურნალი საბოლოოდ. ტირაჟისა და პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოიყენება ოფსეტური ან ციფრული ტექნოლოგია. სეზანში ჟურნალი შეგიძლიათ დაბეჭდოთ როგორც სრულიად შავ-თეთრ ან სრულიად ფერად, ისე შერეული მეთოდით. საბოლოო შტრიხები მოიცავს აკინძვასა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებით დამუშავებას, როგორიცაა ყდის ლამინაცია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის სპეციფიკით გათვლილი ოპტიმალური მასალების შერჩევა მნიშვნელოვანია ყველა პოლიგრაფიული პროექტისთვის. ის, ვინც ჟურნალების ბეჭდვაში ერკვევა, შეიძლება არ იყოს დიდად გაწაფული, როდესაც, ვთქვათ, კატალოგების ბეჭდვას ეხება საქმე. ვინც სავიზიტო ბარათებს და სარეკლამო ფლაერებს ბეჭდავს, იმას სრულიად შესაძლოა არ გამოსდიოდეს  მაღალი ხარისხის წიგნების ბეჭდვა – სრული პოლიგრაფიული მომსახურება რომელიც მრავალი სხვადასხვა ტიპის მასალაზე ვრცელდება მოითხოვს სპეციფიკური მასალების ზუსტ შერჩევას.

სეზანი კლიენტებს სთავაზობს ყველა ამ ბეჭდურ სერვისს გამოცდილი გუნდის ზედამხედველობის ქვეშ. სტამბაში ასევე შეგიძლიათ პერსონალიზებული ბლოკნოტების დამზადება. თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ როგორც მარტივი ბრენდირებული ზამბარიანი ბლოკნოტები, ისე მაღალი ხარისხის ტყავგადაკრული ბლოკნოტები გრავირებით. სეზანის მთავარი ძალა მისი გამოცდილებაა – კომპანია უკვე 30 წელზე მეტია მრავალმხრივ პოლიგრაფიულ სერვისებს სთავაზობს საქართველოს ბაზარს და დღეს ზედმიწევნით იცის, როგორ და რა კუთხით მიუდგეს ნებისმიერ პროექტს, იმისთვის, რომ კლიენტებს მაქსიმალურად გაუადვილოს პროცესი.

[პარტნიორის კონტენტი]

ისტორიის გაცოცხლება – „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს

Samsung Bespoke AI — ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი