in

შექმენით ქართული მითოლოგიური ან ისტორიული პერსონაჟი – CG GEORGIA-ს „ჩელენჯი“ VOl.3

ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაცია (CG Georgia) ახალ „ჩელენჯს“ იწყებს – კონკურსის მონაწილეებმა უნდა შექმნან ნამუშევარი, სადაც გადმოცემული იქნება მათი თვალით დანახული ქართული ისტორიული ან მითოლოგიური პერსონაჟი, ნებისმიერი ეპოქიდან. აუცილებელია, მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, თვისება, ნივთი, რაც გმირს, სხვებისაგან, გამოარჩევს. ასევე, მნიშვნელოვანია,  ინდივიდუალური ელემენტ(ებ)ი, ნამუშევრის მრავალფეროვნებისთვის. 

BOG
BOG

„მოგეხსენებათ, საუკუნეების განმავლობაში, მრავალი საინტერესო, ცნობილი ადამიანი მოღვაწეობდა, სხვადასხვა მიმართულებით, რომლებმაც გარკვეული კვალი დატოვეს ისტორიაში. პერსონაჟების დიზაინის კონკურსი საშუალებას გაძლევთ, შექმნათ თქვენი საკუთარი პერსონაჟი  მითოლოგიიდან  ან ისტორიული პერიოდიდან და ის თანამედროვე რეალობის ნაწილად აქციოთ“. 

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს,  გამოხატოს საკუთარი აზრი და ფართო აუდიტორიას გაუზიაროს ნამუშევარი.

წესები მარტივია:

კონკურსი დაიყოფა ორ ნაწილად, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოადგინონ:

  • 2D დიზაინი (მოიაზრება ნებისმიერი ტიპის ნამუშევარი, რომელიც შექმნილი იქნება 2D პროგრამის გამოყენებით (ანიმაციების დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წამს).
  • 3D დიზაინი (მოიაზრება ნებისმიერი ტიპის ნამუშევარი, რომელიც შექმნილი იქნება 3D პროგრამის გამოყენებით (ანიმაციების დრო არ უნდა აღემატებოდეს 10 წამს).

მონაწილეებმა, შესრულებული ნამუშევრები, უნდა ატვირთონ CG Georgia-ს ფეისბუქ ჯგუფში, ჰეშთეგით #CG_Georgia_Character_Design  #CGGEORGIACHALLENGE, დაურთონ მოკლე აღწერა, რომელიც ახსნის მთავარ იდეას. ასევე, მიუთითონ პროგრამა, რომლის დახმარებითაც არის შექმნილი ნამუშევარი.

საკონკურსო ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს, რომლის შემადგენლობაშიც არიან:

  • ანა მამულაშვილი – KRAKEN-ის არტ დირექტორი
  • გიორგი კვიტატიანი – Hans&Gruber-ის კრეატიული დირექტორი

რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, ნამუშევარი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს და ნათლად გადმოსცემდეს სათქმელს.

ნამუშევრების ატვირთვის ბოლო ვადაა 20 აგვისტო, 23:59 საათი.

კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს 25 აგვისტოს, 23:00 საათზე გამოავლენენ. მათ კომპანია „ტაბიტო“ სახატავი ტაბებით დაასაჩუქრებს:

  • 2D დიზაინის მიმართულებით; VEIKK A30
  • 3D დიზაინის მიმართულებით Huion H640P

კომპანია Bestprice.ge, CG Georgia-ს რჩეულს, პრიზის სახით, გადასცემს 100-ლარიან ვაუჩერს,  2E Gaming-ის ნებისმიერ პროდუქციაზე.

CG Georgia 2013 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიზანი სფეროს გაჯანსაღება და ინდუსტრიის განვითარების ხელისშეწყობაა. ასოციაცია, დაარსების დღიდან, მრავალ აქტივობას ახორციელებს. ბოლო რამდენიმე თვეა, აქტიურად აწყობს სხვადასხვა თემატიკის „ჩელენჯებს“, სადაც ჯგუფის წევრები მონაწილეობენ და საკუთარ ნამუშევრებს ფართო საზოგადოებას უზიარებენ.

 

 

ნახეთ: ვეს ანდერსონის ესთეტიკის მქონე Cafe Banacado

მარიამ ქოიავა – #პირველისამსახური