in

ფერადი საცურაო კოსტიუმების ნაქსოვი ალტერნატივა სტუდენტებისგან – „ჩააქსოვე“

Startauperi
Startauperi

2 კვირაა, რაც სტარტაპ ინდუსტრიაში ფერადი, ნაქსოვი, ხელნაკეთი საცურაო კოსტიუმების სავაჭრო ნიშანი – „ჩააქსოვე“ გამოჩნდა. ბრენდის შემოქმედებითი ჯგუფი აერთიანებს ორ ადამიანს – იდეის ავტორს, ანა ბახტაძეს, სტუდენტს მეღვინეობის ფაკულტეტზე და თათო მინდორაშვილს – ფილოლოგიის მაგისტრანტს.

ანა ბახტაძე: „ჩააქსოვეს“ შექმნის იდეა, დაახლოებით, ერთი წლის წინ მომივიდა და შემდეგ დავიწყე საიმედო პარტნიორის ძებნა. მეგობრებისთვის იდეის გაზიარებისას თათო დაინტერესდა ბრენდით და გადავწყვიტეთ, ერთად დაგვეწყო „ჩააქსოვეს“ შექმნა“.

თათო მინდორაშვილი: ანის იდეა მაშინვე მომეწონა, რადგან ჩვენს ბაზარზე არ არსებობდა მსგავსი პროდუქცია. დარწმუნებული ვიყავი, რომ მომავალი მომხმარებელი მაშინვე შეიყვარებდა „ჩააქსოვეს“ ნაქსოვ საცურაო კოსტიუმებს, ბადე-ჩანთებსა და ბუნებრივი ქვების აქსესუარებს“.

M: რის საფუძველზე გადაწყვიტეთ, რომ ქართული ბაზარი საჭიროებდა ნაქსოვი საცურაო კოსტიუმების ბრენდს?
საქართველოში ასეთ პროდუქტს არავინ აკეთებდა. იყვნენ მსურველები, თუმცა, არ არსებობდა ვინმე, ვინც დააკმაყოფილებდა ბაზრის მოთხოვნას. ბრენდის მიზანი იყო, მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ზღვის სეზონისთვის საჭირო აქსესუართა კრებული და ადამიანებისთვის გაეხალისებინა ზაფხული.M: რა არის „ჩააქსოვეს“ მთავარი უპირატესობა? 
საცურაო კოსტიუმებს, რომელიც ჩვენი დიზაინით იქმნება, ჰიპსტერული სტილი აქვს – განსხვავებული, ცოტა ვინტაჟური, საფესტივალო სტილის, Open Air-ზეც რომ ჩაიცვამ. საოცრად მოსახერხებელია და დამზადებულია სპეციალური ძაფებით, რომელიც არ კარგავს ფერსა და ფორმას.

M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და სად/რა არხების საშუალებით რეალიზდება პროდუქტი?
იმის გათვალისწინებით, რომ ვიყენებთ გამორჩეულ ძაფს, ასევე, ხელითაა შესრულებული ნამუშევარი – ამაზე კი, ძალიან დიდი დრო იხარჯება, ვფიქრობ, ადეკვატური საფასო პოლიტიკა გვაქვს. ჩვენი პროდუქტის რეალიზება ხდება ონლაინ და გვაქვს მიტანის სერვისი.
M: როგორ აპირებთ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარებას მომავალში?
სამომავლოდ, გვინდა, მაღაზიებში, ფესტივალებზე, „ფლი მარკეტებზე“ გავიტანოთ, რომ ხალხმა გაიცნოს ჩვენი ბრენდი.

რამდენ ხელ-ფეხს ხედავთ? – GQ-ს ჟურნალი სახალისო ვიზუალით

ოქროს თასი, 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 7 ბრინჯაო – „თელიანი ველის“ გამარჯვება ლონდონში, International Wine Challenge 2018-ზე