როგორც ამბობენ, ტრადიციული რეზიუმეებისა თუ ხუთგვერდიანი CV ების „ხანა“ შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან HR მენეჯერებსა თუ მენეჯერებს უფრო და უფრო მცირე დრო რჩებათ დღეების განმავლობაში წაიკითხონ უამრავი კანდიდატის CV და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, დაურეკონ და მოიწვიონ თუ არა შეხვედრაზე.
1989 წელს პირველად გამოჩნდა ვიზიუმე, ანუ ვიდეო რეზიუმე, რომელმაც ამერიკულ ინდუსტრიაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. თუმცა, ვიზიუმეს პოპულარობა არ გაზრდილა, რადგან რეკრუტერების აზრით, ვიზიუმე არ იძლეოდა საკმარის ინფორმაციას კანდიდატზე. სამ ან ხუთ წუთიან ვიდეო რგოლში კანდიდატი მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებისა თუ ინტერესების წარდგენას (intro) უფრო ახერხებდა, ვიდრე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას. ამას გარდა, რეკრუტერები აღნიშნავდნენ, რომ ვიზუალური ეფექტი თუ ინფორმაცია, განსხვავებულ და არაერთგვაროვან შეფასებებსაც იწვევდა გადაწყვეეტილების მიღების პროცესში.
დღეს ვიზიუმეს უფრო მეტად მენეჯერულ პოზიციებზე კანდიდატების CV-ს ალტერნატივად განიხილავენ. მისი უპირატესობა ისაა, რომ კანდიდატი სამწუთინი ვიდეო რგოლით პირველივე ჯერზე აწვდის ინფორმაციას კომპტენციების, გამოცდილების, ექსპერტიზისა და ინტერესების შესახებ. ვიზიუმეს მეორე უპირატესობაა ე.წ გაცნობის (პირველი ინტერვიუ) ჩანაცვლება, რადგან რეკრუტერს უკვე აქვს წარმოდგენა ვინ იქნება მისი პოტენციური კანდიდატი, ეს პოზიტიურად მოქმედებს ინტერვიუს შინაარსსა თუ სტრუქტურაზე და რეკრუტერს უფრო მეტი დრო რჩება კანდიდატის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად.
როგორ კეთდება ვიზიუმე?
ვიზიუმეს გასაკეთებლად საჭიროა კამერა და კარგად შედგენილი ე.წ სკრიპტი, ანუ მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კანდიდატზე
რა უნდა გავითვალისწინოთ:
ვიდეოს პირველი 20 წამი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ კანდიდატმა უნდა შეძლოს პოტენციური დამქირავებლის ყურადღების მიპყრობა 20 წამის განმავლობაში.
ხმის ტემბრი, მიმიკა და ვერბალური მესიჯები უნდა იყოს დამაჯერებელი, ამიტომ სჭირდება რეპეტიცია განსაკუთრებით ინფორმაციის გადაცემის პროცესს.
სკრიპტი (იგივე ვიდეოს ტექსტი) არ უნდა იყოს CV, ამიტომ კანდიდატი შეარჩევს სამ ყველაზე მნიშვნელოვან კომპტენციას, გამოცდილებასა და ცოდნას, რომლითაც რეკრუტერის ყურადღებას მიიპყრობს. სკრიპტის წაკითხვა დაუშვებელია, არც უემოციო და დაზეპირებული საუბარია მომხიბვლელი, ამიტომ ვიზიუმეს შექმნის დროს, კანდიდატი გადის რეპეტიციას როგორ გახადოს საკუთარ თავზე ‘სფიჩი“ საინტერესო
არ უნდა იყოს ხანგრძლივი, ვიზიუმეს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს და არ უნდა იყოს 1 წთ ზე ნაკლები
სამოსი და გარეგნობა, ვინაიდან კომუნიკაცია დისტანციურია, ეს არ ნიშნავს რომ ჩაცმის სტილი თავისუფალია. ვიდეო კანდიდატის ჩაცმის სტილი იგივეა, რაც ორგანიზაციაში ინტერვიუს სტილი და საჭიროა საქმიანი იმიჯის მორგება.
ერთი შეხედვით, ვიდეო რეზიუმე საკმაოდ რთულია შესაქმენალად, თუმცა მოიაზრება როგორც კრეატიული cv . მნიშვნელოვან სირთულეს კი 3 წუთში 3 ძირითადი მესიჯის გადაცემა ნამდვილად ქმნის. მაგრამ შეგვიძლია ვცადოთ, შევქმნათ ჩვენი ვიზიუმე და ორგანიზაციის რეკრუტერს ნამდვილად არ დაავიწყდება ჩვენი სახელი და გვარი ვიზიუმესგან მიღებული შთაბედჭილებების შედეგად.
ესეც საუკეთესო ვიდეო რეზიუმე