in

„ჭაჭის ფესტივალი“ თელავში

2018 წლის 3 ნოემბერს, ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე პირველად გაიმართება ყოველწლიური „ჭაჭის ფესტივალი“.

BOG
BOG

ღონისძიება გაიმართება საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვული ცენტრი – „საქპატენტის“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

„ფესტივალის ჩატარების აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში შემოსულ უცხოელ ტურისტებს ძალიან აინტერესებთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქართველი ხალხის ყოფითი საკითხები, ტრადიცია, ზნე-ჩვეულებები და რიტუალები. ამ მხრივ, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია კახეთის მხარე და ფესტივალის ჩატარებით, გაცოცხლდება კახეთში, შუა საუკუნეებში არსებული ეთნოგრაფია, ყოფა-ცხოვრება და ჩვეულებები“, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

პროგრამის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ჩიკაგოში ქართული კინოს დღეები გაიმართება

როცა ნახატი სათამაშოდ გადაიქცევა – სტარტაპი „შენი სათამაშოს ისტორია“