in

როგორ გამოიყურებოდა ჩაძირული ტიტანიკი, როცა პირველად აღმოაჩინეს — ვიდეო

ტიტანიკის დიდება დღემდე ისმის, თუმცა არა მისი უზარმაზარი ზომის, არამედ 1912 წელს  ჩაძირვის გამო… როგორც იცით, იგი აისბერგს შეეჯახა, როცა ინგლისიდან ნიუ-იორკისკენ მიცურავდა. ჩაძირვიდან მალევე კი ტიტანიკზე ძებნა გამოცხადდა, მაგრამ ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო, მისი პოვნა 1985 წლამდე ვერ მოხერხდა — ანუ მანამ, სანამ ოკეანოლოგი რობერტ ბალარდი აღმოაჩენდა.

M2
M2

მომდევნო წელს ბალარდმა ექსპედიციის ჩატარება გადაწყვიტა, რათა Alvin-ის წყალქვეშა ნავისა და Jason Jr-ს კამერის დახმარებით გადაეღო იგი. 80-წუთიანი ვიდეო დღემდე Woods Hole Oceanographic Institute-ის (WHOI) არქივში ინახებოდა, ახლა კი ჯეიმს კამერონის ფილმის 25 წლის აღსანიშნად, მისი ნახვის საშუალებას გვაძლევენ. 

და თუ თქვენც გაქვთ ტიტანიკის ისტორიაში ჩაძირვის სურვილი, ქვემოთ მოცემულ ვიდეოს უნდა უყუროთ:

ის თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ტიტანიკის 8K ხარისხის კადრებიც რომ გაჩვენეთ? რაც უნდა იყოს ამ კითხვაზე პასუხი, ამის ნახვა კვლავ ღირს…

პლატფორმა „ინიციატივა“ 2023 წლის ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერია

Disney შავ-თეთრი ანიმაციის პერიოდს ახალი კოლექციით იხსენებს