დედის დღის მოახლოებასთან ერთად, შვილების გონებაში უამრავი ფიქრი ირევა: რა აჩუქონ, როგორ გაახარონ და როგორ გამოხატონ ის ემოციები თუ გრძნობები, წლიდან წლამდე სათანადოდ რომ აგროვებენ… ყოველთვის ხომ „ვერ ვახერხებთ“ მათთვის იმის თქმას, როგორ გვიყვარს. სპეციალურად 3 მარტისთვის „ფარმადეპოს“ მიერ შექმნილი ვიდეორგოლი კი იმაში გვარწმუნებს, რომ მთავარი არა რაიმე ძვირფასი საჩუქარი, არამედ თბილი ჩახუტებაა.
„ამ რგოლით გვინდოდა გვეთქვა, რომ საჩუქრებზე, ყვავილებსა და, ზოგადად, წარმავალ ნივთებზე ღირებული ნამდვილი, უპირობო ჩახუტებაა — ანუ, დედასთან ჩახუტება“, — ამბობენ ფარმადეპოს წარმომადგენლები და იმასაც დასძენენ, რომ სწორედ ამ იდეის ირგვლივ შემუშავდა რეკლამის სცენარიც.
ვიდერგოლზე იმუშავა, ვიდეო კონტენტ სააგენტო CONTACT -მა.