in

შესაძლოა, სტრესის შემცირებამ ჭაღარა თმას თავდაპირველი ფერი დაუბრუნოს — კვლევა

თმის პიგმენტს ასაკში შესვლასთან ერთად კი ვკარგავთ, მაგრამ ალბათ, ხშირადაც გაგიგიათ, რომ ამაში სტრესიც გარკვეულ როლს ასრულებს. თუმცა ეს მოსაზრება აქამდე მხოლოდ თაგვების ექსპერიმენტს ეყრდნობოდა, ახლა კი 2021 წლის კვლევით, რომელიც 14 მოხალისეს მოიცავდა, რეალური და სანდო მტკიცებულებები გაგვაცნეს.

M2
M2

მეტიც, ცოტა კი გაგიკვირდებათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ნაკლები სტრესის ქვეშ თავდაპირველი თმის ფერი შეგიძლიათ დაიბრუნოთ, ანუ შესაძლებელია, ჭაღარა მაგალითად ყავისფერს დაუბრუნდეს… მართალია, მკვლევრები არ გვეუბნებიან, რომ ასაკთან დაკავშირებულ ჭაღარებს გავუმკლავდებით, თუმცა მათმა აღმოჩენებმა შეიძლება საკმაოდ ბევრი რამ გვასწავლოს დაბერების ბიოლოგიურ პროცესებზე. 

იმ მექანიზმის გააზრებამ, რომელიც ჭაღარა თმებს თავის ახალგაზრდა პიგმენტურ მდგომარეობაში აბრუნებს, შესაძლოა, ახალი მინიშნებები მოგვცეს, ზოგადად, ადამიანის დაბერების პროცესსა და იმაზე, თუ რა გავლენა აქვს მასზე სტრესს, — აცხადებს მარტინ პიკარდი, ასოცირებული პროფესორი. 

რაც შეეხება უშუალოდ კვლევის მონაწილეებს, მეცნიერები 9-65 წლის 14 ჯანმრთელ ადამიანს დააკვირდნენ, რომელთაც ერთი ჭაღარა მაინც ჰქონდათ თმაში. კვლევისთვის კი 2.5 წელი დასჭირდათ. სპეციალურად შემუშავებული მაღალი რეზოლუციის სკანირების ტექნიკის გამოყენებით, მოხალისეების თმებში პიგმენტების დაკარგვის ნიშნები გაანალიზეს. შესამჩნევი ჭაღარების გარდა, სკანირებამ ფერში მცირე ცვლილებებიც გამოავლინა, აჩვენა, რომ პიგმენტის დაკარგვა კი დაიწყო, მაგრამ არ გაგრძელებულა.

საინტერესოა ისიც, რომ 12 თვის განმავლობაში ფერთა ცვალებადობას სტრესული და არასტრესული დღეების მიხედვით ადარებდნენ: აქ იყო ერთი ინდივიდი, რომელიც დასასვენებლად წავიდა და ამ პერიოდში 5 ჭაღარა თმა გაუმუქდა…. ცოტა დაუჯერებლად კი ჟღერს, მაგრამ მათემატიკური მოდელის გამოყენებით მკვლევრებმა მიღებული შედეგები განაზოგადეს და ახლა გვთავაზობენ, რომ ნაცრისფერ თუ თეთრ თმას ნამდვილად შეუძლია თავდაპირველი ფერის დაბრუნება ზოგიერთ გარემოებაში. 

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სტრესის შემცირება 70 წლის ადამიანში, რომელსაც უკვე წლებია ჭაღარები აქვს, გაამუქებს მის თმას ან სტრესის გაზრდა 10 წლის ბავშვში საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თმა განაცრისფერდეს, — განმარტავს პიკარდი.

„მიდეა საქართველო“ და Spotlight დამეგობრდნენ

დროა, ტალღა შეიცვალო!