30
Aug
2018

Chai-Fi – ანუ წყლის ადუღებით მიღებული Wi-Fi! – Chakra Tea-ს სოციალური კამპანია

30 Aug 2018



ინდოეთი მეორეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით დასაქმებული ადამიანი ცხოვრობს. ისინი სამუშაოზე 16-17 საათს ატარებენ, რაც სხვა საქმისთვის დროს პრაქტიკულად არ უტოვებს. დღის მანძილზე, მცირეხნიანი შესვენებები აქვთ, ჩაის დასალევად. Chakra Tea-მ, სააგენტო Dentsu-სთან ერთად, ამ ადამიანების დახმარება გადაწყვიტა. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა მოწყობილობა, რომელიც მაგრდება ჩაიდანზე და დუღილის პროცესში მიღებულ ენერგიისგან ინტერნეტს იღებს. შედეგად, მუშებისთვის შესვენება უფრო საინტერესო გახდა – ინტერნეტში უყურებენ ვიდეოებს, ურეკავენ ახლობლებს და ა.შ. ჩაის მომზადებით მიღებულ Wi-Fi-ს შემქმნელებმა Chai-Fi უწოდეს.

 

განხილვა