in ,

ჩაიცვი სამაშველო ჟილეტი, ნუ გამოკვებავ ზვიგენებს! – სოციალური აქცია დანიაში

დანიაში მეთევზეების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. The Safe Sailing Council და TrygFonden-მა ახლახანს  წამოიწყო სოციალური აქცია, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოების წესების მაქსიმალურ დაცვაზე. სოციალურ კამპანიას,  “ნუ გახდები თევზის საკვები, ჩაიცვი სამაშველო ჟილეტი”-ს სახელით, სარეკლამო რგოლი და რამდენიმე პრინტი აშუქებს.

რეკლამაში ერთი მეთევზის ამბავია ნაამბობი, რომელმაც სამაშველო ჟილეტი არ ჩაიცვა და უბედურ შემთხვევას შეეწირა. რეკლამაში ასევე მოგვითხრობენ ბოთლში მოთავსებული თევზის საკვების შესახებ, რომელიც დამზადებულია დაღუპული მეთევზეებისა და მეზღვაურებისგან. რა თქმა უნდა, პროდუქტი რეალური არაა, სამაგიეროდ ბოთლები წარწერით Fish Food მოსალოდნელ საფრთხეს შეგვახსენებს, სამაშველო ჟილეტები კი ხელმისაწვდომია ყველა ზღვისპირა მაღაზიაში.

 

https://vimeo.com/174202829

 

ვიდეორგოლზე და პრინტებზე სააგენტო Hjaltelin Stahl-მა იმუშავა.

რა გვაძლევს წარმატების მოტივაციას? – BP პარასპოტსმენების მხარდასაჭერად

კაბინა, რომელიც ყველა პრობლემას დაუყოვნებლივ მოგიგვარებთ! – AACD–ის სოციალური კამპანია