in

ჩაის ტრადიციები და სიმბოლიკა იაპონიაში

ჩაი, როგორც სულიერი საზრდო

Japanese tea

ჩაის კულტურა იაპონიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ამავდროულად, მისტიკური ფენომენია. იაპონელებს ჩაის დამზადების თავისებური წესები აქვთ და ეს უძველესი ტრადიცია გარკვეული სულიერი მიზნებით შეიქმნა. ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ტრადიციაში სხეულისა და გონების კონტროლის აუცილებლობაა, სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიცია, როგორც ვახსენეთ, ძველია, ის დღესაც პოპულარობით სარგებლობს და ჰარმონიის, წონასწორობის, ერთიანობისა და პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ემსახურება.

JAPANESE TEA SET

ტრადიციის დაფუძნება

ისტორიკოსებს თუ დავეყრდნობით, ჩაის მომზადებისა და დალევის ტრადიცია იაპონიაში დაახლოებით მე-16 საუკუნიდან მოდის და მისთვის, სპეციალურად, პროტოკოლიც კი იქნა შემუშავებული. მეცნიერები პარალელს ინდური და ჩინური ჩაის სმის კულტურასთანაც ავლებენ და ამბობენ, რომ იაპონური ტრადიციის მიზანი მათთანაც არის დაკავშირებული. მეტიც, ბევრი იმასაც გვეუბნება, რომ იაპონელებმა ფოთლების გადამუშავებისა და ჩაის დაყენების ტექნიკა სწორედ ინდოეთიდან ან ჩინეთიდან შემოიღეს. ისტორიული ცნობები გვამცნობს, რომ ჩაის იაპონელმა ოსტატებმა ჩინელი ბერებისგან ისწავლეს რიტუალის ძირითადი ელემენტები.

ტრადიციის კვლევას კიდევ ერთ ამოსავალ წერტილამდეც მივყავართ და ესაა რელიგიური მოტივები. იაპონიაში ჩაის ყველაზე ადრეული ცერემონიები სწორედ რელიგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შესრულდა, როგორიცაა გონების ფოკუსირების აუცილებლობა მედიტაციის დროს. 

kyoto-tea-ceremony

სიმბოლიკა

მიუხედავად იმისა, რომ ჩაის ფოთლებს მისი გამაგრილებელი ეფექტისა თუ სხვა სასარგებლო თვისებების გამოც იყენებენ, მთავარი დანიშნულება მაინც მისი სასიამოვნო სასმელად გადაქცევაა. იაპონელებისთვის ჩაის მომზადების რიტუალი ერთგვარ გართობას ნიშნავს და მის მომზადებაში ყველა დეტალის ზედმიწევნით დაცვაა საჭირო. 

ჩაის ფოთლებისგან ძვირფასი სითხის ამოღება იაპონელებისათვის ჯანმრთელობის სიმბოლოა, რომელიც ერთიანობასა და წონასწორობასთან ასოცირდება. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ამ პროდუქტის სასარგებლო შემადგენლობას და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ თითქმის ყველა იაპონელმა ჩაიმოყვარულმა იცის მაგალითად, აქტიური ნივთიერების, თეინის შესახებ, რომელსაც ჩაიში ვხვდებით. თეინი სტიმულატორია, რომელიც სწორედ ზემოთ ნახსენები წონასწორობის და სხეულისა თუ გონების ენერგიის წყაროს წარმოადგენს. ამას გარდა, ჩაის ფოთლები შეიცავს ტანინს, კალციუმს, ფოსფორსა და სხვა ვიტამინებს. მედიცინის სტუდენტების კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ იგი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ამიტომ იაპონიაში ჩაის მიღება, პირველ რიგში, ჯანმრთელობის გაუმჯობესების სიმბოლოა.

ოსტატობა

იაპონიაში ჩაის დამზადების ოსტატები და პრაქტიკოსები ჰყავთ. ისინი ფიქრობენ, რომ ჩაის დაყენება უბრალოდ სასმლის მომზადება კი არ არის, არამედ სერიოზული რიტუალია, რომელიც კონცენტრაციის მაღალ დონესა და გონებრივი ძალის კულტივირებას მოითხოვს. ჩაის დამწყებ ოსტატს სხეულის მოძრაობების სიზუსტის გამომუშავებას ასწავლიან და თვლიან, რომ ეს პროცესი კარგი მანერების სწავლისა და სოციალური ზრდილობის გამოხატვის საშუალებაც არის. 

ეს ცერემონია იაპონიაში მედიტაციურ ასპექტს მოიცავს და მიიჩნევა, რომ ესაა მექანიზმი, რომლის დროსაც მასპინძელი თავის თანამოძმეებთან ერთად სიღრმისეულ სულიერებასაც ეზიარება.

japanese tea

კავშირი ეროვნულ ხასიათთან

შეუძლებელია, იაპონური ჩაის ტრადიციებს ვეცნობოდეთ და არ წავაწყდეთ ინფორმაციას იმ  კვლევებზე, რომლებიც ამ კულტურის ზოგად ისტორიულ ფონთან კავშირზე არ გვიყვება. გადმოცემები გვეუბნება, რომ აღნიშნული ცერემონიები იაპონური საზოგადოებისათვის დამახასიათებელ, განსხვავებულ კულტურულ შტრიხებს მოიცავს. მაგალითად, იაპონელები ცნობილები არიან სრულყოფილებისადმი მგზნებარე სწრაფვით, თვითდისციპლინითა და შრომისმოყვარეობით, რაც თავისთავად თავმოყრილია ჩაის დამზადების მათეულ ცერემონიაში.

როგორც ვნახეთ, იაპონიაში ჩაი კულტივირებულია და მას როგორც ცალკე კულტურას, ისე უყურებენ. რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, დღევანდელი პრაქტიკოსები და ოსტატები იმასაც კი აქცევენ ყურადღებას, თუ როგორი ინტერიერი უნდა ჰქონდეს იმ ოთახსა თუ დაწესებულებას, სადაც ჩაის ვსვამთ, ამიტომ თუკი ოდესმე იაპონიაში მოხვდებით, არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, მიირთვათ ჩაი, რომელიც თავად ოსტატის მიერ, მაღალ მატერიებზე დაფუძნებით იქნება მომზადებული.

რუბრიკის წარმდგენია მანნა.

რა იწვევს სოციალურ ქსელში „სქროლვაზე“ დამოკიდებულებას?

ალკოჰოლიზმის მკურნალობის ახალი მეთოდი მაიმუნებზე გამოცადეს!