ალბათ, ბევრისთვის საშინელი მომენტია, როცა გაზიანი სასმელი ესხმება — ერთია დატკბილული ხელები, ტანსაცმელი, ავეჯი თუ იატაკი და მეორეა დაკარგული წვეთები… თუმცა Coca-Cola-ს ახალი კამპანია იმისკენაა მიმართული, რომ დაღვრილ სასმელზე დარდს აზრი აქვს; პირიქით, ეს უნდა გვახარებდეს კიდეც.
სასმელების გიგანტის კამპანია, სახელწოდებით Spills, სახალისო ელფერს იძენს სპონტანური სიხარულის ხაზგასმით. უფრო კონკრეტულად, ბრენდი იმ მომენტებზე ფოკუსირდება, როცა ცალ ხელში მოქცეული კოკა-კოლა საყვარელ ადამიანთან ჩახუტების მსხვერპლი ხდება…
კამპანია ხაზს უსვამს, რომ სასმლის დაღვრა სუფთა კავშირის სანაცვლოდ მაინც ღირს — ეს დაუწერელი სიხარულის ნამდვილი ჯადოსნობა ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. „Spills ჩახუტების ჯადოსნურ მომენტებს გვიჩვენებს, როდესაც შეიძლება დრო წამით გაჩერდეს, სასმელი კი გაუცნობიერებლად დაიქცეს… თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, — აღნიშნავს ისლამ ელდესუკი, Coca-Cola-ს კრეატიული სტრატეგიისა და კონტენტის გლობალური ვიცე-პრეზიდენტი.