in

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას კურნავს — კვლევა

შესაძლოა, ეს თავადაც კარგად იცოდეთ, მაგრამ უკვე მეცნიერებიც გვიდასტურებენ, რომ ჩახუტება სასარგებლოა. ალბათ, ისიც გსმენიათ, რომ იგი ნებისმიერი ასაკის მქონე ადამიანში, ფიზიკური შეხების სხვა ფორმებთან ერთად, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს და ახლა ეს ის არის, რაც 212 კვლევის ანალიზის შედეგად დაადასტურეს.

M2
M2

კვლევების შედეგების გაერთიანებით Ruhr University Bochum-ისა და Netherlands Institute for Neuroscience-ის მეცნიერებმა უფრო დიდი სურათის დანახვა შეძლეს იმისა, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს შეხება.

ჩვენ ვიცოდით ჯანმრთელობისთვის საჭირო მნიშვნელობის რომ იყო, მაგრამ მიუხედავად მრავალი კვლევისა, გაურკვეველია, როგორ გამოვიყენოთ შეხება ოპტიმალურად. კონკრეტულად, რა ეფექტებსა და რამდენად გავლენიან ფაქტორებს უნდა ველოდეთ…, — აცხადებს ჯულიან პაკჰაიზერი, ნეირომეცნიერი.

მეტი სიცხადისთვის კი ახალი კვლევა არსებული ნაშრომებიდან 12 966 მონაწილეს ფარავს. როგორც დადგინდა, შეხება ტკივილის, დეპრესიისა და შფოთვის დონეებს ამცირებს, დადებითი ეფექტი კი როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში ვლინდება. თუმცა შეხება რომ სასარგებლო იყოს, აუცილებელია, ურთიერთშეთანხმებას ეფუძნებოდეს.

მართალია, რა ტიპის იქნებოდა ეს კავშირი დიდად არ ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მათ შორის საუკეთესოდ მაინც თავსა და სახეზე შეხება მუშაობს. კვლევის თანახმად, ხანმოკლე და უფრო ხშირი შეხებები მეტად პოზიტიურ რეაქციებს უკავშირდება. საინტერესოა, რომ უსულო საგნების შეხებაც კი შეიძლება ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ — იქნება ეს ე. წ. სხეულის ბალიშები, საბნები თუ რობოტები. თუმცა აღნიშნული არც ისე კარგად აისახება მენტალურ ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება ცხოველთან შეხებას, ეს სასარგებლოა როგორც ჩვენი ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის. 

კვლევის თანახმად, ახალშობილებისთვისაც სასარგებლოა ჩახუტება, მაგრამ დადებითი გავლენა მნიშვნელოვნად დიდია, როცა მშობელი ეხება მას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, შეხება იმ ადამიანისგან მოდის, რომელსაც კარგად ვიცნობთ, თუ არა… 

მართალია, მსგავსი მასშტაბური კვლევები გარკვეული შაბლონების გამოვლენაში გვეხმარება, მაგრამ შეხებაზე რეაგირება მაინც ინდივიდუალურია. თუმცა მეცნიერები მაინც გვეუბნებიან, თუ გსურთ ჩაეხუტოთ ოჯახის წვერებს ან მეგობრებს და მათგან თანხმობაც გაქვთ, თავი არ შეიკავოთ.

მეხსიერება, ძალაუფლება და ცდუნებები — თედო რეხვიაშვილის სოლო გამოფენა

როგორ გვეხმარება კონკურენციის განცდა განვითარებაში?