12
ივლ
2017

ქართული დოკუმენტური ფილმი “ჩაკრულოს” კოსმოსში გაგზავნაზე, რომელიც NASA-ში გადაიღეს

12 ივლ 2017

რეჟისორმა და მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას” დამფუძნებელმა რამაზ ბლუაშვილმა, 2016 წლის იანვარში, დოკუმენტურ ფილმზე დაიწყო მუშაობა, სახელწოდებით „სიმღერა“. ფილმი ეხება 40 წლის წინ, NASA-ს მიერ, ქართული ჩაკრულოს კოსმოსში გაგზავნის საოცარ ისტორიას. ფილმის გადაღებები მინდინარეობდა NASA-ს კოსმოსური კვლევების ცენტრში, სადაც რამაზ ბლუაშვილი შეხვდა ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნის პროცესში. ასევე მოხდა შეხვედრა, მარსის პროგრამის ამჯამინდელ მთავარ ინჟინერთან, ბატონ რობ მენიგთან. იმის გამო, რომ 2017 წელს სრულდება 40 წელი ამ ისტორიული კოსმოსური მისიის დაწყებიდან, რამაზ ბლუაშვილმა გადაწყვიტა მოეწვია სტუმრები NASA-დან და საქართველოში აღენიშნა ეს ისტორიული თარიღი.

BOG PLUS

 

25-28 სექტემბერს, მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას“ ორგანიზებით, თბილისში გაიმართება NASA-ს კოსმოსურ ხომალდ „ვოიაჯერის“ გაშვების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული „ჩაკრულო“. კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები NASA-დან. ადამიანები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაგზავნის პროცესში.

კვირეულს ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

. საჯარო ლექციები.

. შეხვედრები ახალგაზრდა მეცნიერებთან.

. რამაზ ბლუაშვილის ფილმის „სიმღერა“ პრემიერა. (ფილმი გადაღებულია NASA-ში)

. ტექნოპარკის დათვალიერება და პრესკონფერენცია

. პირველა საქართველოში მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერის, რობ მენინგის საჯარო ლექცია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

. ანსამბლ „ერისიონის“ სოლო კონცერტი. (კოსმოსში „ერისიონის“ ჩანაწერია გაგზავნილი)

. სტუმრების ექსკურსია კახეთში.

. მთავარი ღონისძიების დროს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მაყურებელს ვიდეო ეკრანიდან მიმარავენ მსოფილოში ცნობილი მეცნიერები.

კვირეული ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ალექსანდრე ქართველის ასოციაციის დახმარებით.

განხილვა