in

როგორ გადავლახოთ ინოვაციებთან დაკავშირებული გამოწვევები

თითქმის სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კლეი კრისტენსენმა შემაფერხებელი ინოვაციის ცნება ახსენა. მან შეფერხება განსაზღვრა, როგორც ინოვაცია ან ახალი ტექნოლოგია, რომელიც შემოდის არსებული ბაზრის დაბალ ნაწილზე უფრო დაბალ ფასად და გარკვეული შეფერხებებით. ამ ცნებებმა მართლაც მიიქცია ყურადღება. დღეს მას ხშირად ახსენებენ სტარტაპებიც და მოქმედი კომპანიებიც, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად და ინდუსტრიებზე სიახლეების შემოსატანად. მაგრამ ასევე ბევრი კომპანია ვერ ახერხებს განვითარდეს პრაქტიკული მენეჯმენტის მეთოდოლოგიებით, თუნდაც როგორიცაა Six Sigma.

ეს პროცესი მოიცავს ინდუსტრიების ფართო სპექტრს. მაგალითად, ავტომწარმოებლებმა დიდი ინვესტიცია ჩადეს ავტონომიურ მანქანებში, თუმცა ფართოდ გავრცელებული გამოყენება შორეული პერსპექტივაა. ელექტრომანქანების ზრდა შენელდა და ავტომწარმოებლები ამცირებენ მათ წარმოებას. განახლებადი ენერგიის მიმართულების კომპანიებმაც უკან დაიხიეს. ტექნიკური გიგანტებიც კი ჩამორჩებიან. Meta-ს რებრენდინგის შემდეგ, ფეისბუქი დისტანცირდა მეტავერსის იდეისგან მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებამ დიდი ზარალი მოუტანა – 51 მილიარდ დოლარზე მეტი 2019 წლიდან 2023 წლამდე.

ნავიგაცია შეფერხებისას

მსგავსი ცვლილებები იწვევს სირთულესა და გაურკვევლობას, განსაკუთრებით ბაზრის ახალ ეტაპებზე. წარმატებული კომპანიების უმეტესობა ეფექტურობისთვისაა შექმნილი, ამიტომ, როდესაც ისინი სირთულეს აწყდებიან, ცდილობენ გაამარტივონ ის. პრაქტიკაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი მხრიდან ინფორმაციის შემცირება და ხედვის მარტივ, მოწესრიგებულ ნარატივად გადმოცემა, რაც ასახავს მცირე ვარაუდებს და ბოლომდე ვერ გვააზრებინებს რისკების უფრო დიდ ნაწილს, რაც გავლენას მოახდენდა ბაზრის განვითარებაზე.

კომპანიები უნდა შეეცადონ მომართონ თავიანთი ორგანიზაციები, რათა განავითარონ პროცესი ბუნდოვანების სამართავად. პირველი ნაბიჯი გულისხმობს გაფართოებულ ხედვას და ბაზრის გავლენის შეფასებას, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს. ამას მოჰყვება შესაძლებლობების სფეროების პორტფელის შემუშავება, საიდანაც იქმნება ვარიანტები. არანაკლებ მნიშვნელოვანია საბოლოო ნაბიჯი: დროთა განმავლობაში ამ გაურკვევლობის მართვა ძირითადი ძალების მონიტორინგისა და თვალყურის დევნების გზით და ინვესტიციებისა და გადაწყვეტილების პერიოდული კორექტირებით, იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება ბაზარი.

ფოკუსირება ბაზრის განვითარებაზე

არნახული პროდუქტის შემუშავება არ იძლევა წარმატების გარანტიას. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით, არ ნიშნავს რომ მომხმარებლები გეყოლებათ. მიუხედავად ამისა, კომპანიები ხშირად ქმნიან მსგავსი ტიპის პროდუქტს. განვიხილოთ ვეგანური ხორცის წარმოება. ეს იდეა სწრაფად აიტაცეს. ბაზრის ლიდერებმა, როგორიცაა Beyond Meat შეიმუშავა ნიშა, თუმცა შემდეგ მასშტაბურობისა და კონკურენციისას პრობლემა შეექმნა, რამაც პროდუქტის კიდევ უფრო გაუმჯობესებისაკენ უბიძგა გუნდს.

ასეთი ბედის თავიდან აცილების მიზნით არსებობს ბევრი ვარიანტი. მაგალითად, კომპანიები უნდა ორიენტირდნენ ბაზარზე, სადაც უფრო დაბალი ბარიერებია და შეუძლიათ ისეთი მყიდველების იდენტიფიცირება, რომელთაც სურთ შეძენა. ასევე სასარგებლოა მეტი ინვესტიცია დისტრიბუციისა და მარკეტინგულ აქტივობებში, რათა კატეგორიის შექმნა მასშტაბურად გამოვიდეს. კომპანიებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სხვა პროდუქტზე ორიენტირების ხარჯები.

დაოსტატდით სთეიქჰოლდერების ჩართვაში

შეფერხება შეიძლება იყოს შემაშფოთებელი და სთეიქჰოლდერებისთვის. ინვესტორები შეიძლება იყვნენ მოუთმენლები და სკეპტიკურად განეწყონ. თანამშრომლებმა ასეთი სტრატეგიები შეიძლება მიიჩნიონ საფრთხედ ძირითადი ბიზნესისა და მათი სამუშაოსთვის; და დიდი ხნის მომხმარებლებს კი შეიძლება ჰქონდეთ კითხვები კომპანიის ორიენტირის შესახებ.

კომპანიის ხელმძღვანელებს ამ საკითხში სწორი ნავიგაცია შეუძლიათ გასწიონ იმით, რომ ისწავლონ საუბარი ერთდროულად დღევანდელსა და ხვალინდელზე, პრობლემებისა და გადაწყვეტილებების ჩარჩოების შემუშავებით.

შექმენით კულტურა შეფერხების მიმართ მზაობისთვის

კულტურის შეცვლა რთულია. წარმატებული კომპანიები პრაქტიკაში იყენებენ რამდენიმე პრინციპს. იმის ნაცვლად, რომ შეცვალონ კულტურა, ისინი ფოკუსირებულნი არიან ქცევის შეცვლაზე, რომელიც მხარს უჭერს კონკრეტულ ბიზნეს შედეგებს. ისინი ასევე მეთოდურად აიდენტიფიცირებენ ამ ქცევის ძირეულ დაბრკოლებებს და მიმართავენ მრავალჯერად ინტერვენციებს წახალისებისთვის.

წყარო: HBR



„პირველი მერცხალი ქალები“ ზუმერის კამპანიაში

#პორტფოლიო – ნამუშევრები სააგენტო Palindroma-ს შემოქმედებიდან