“Chanel”-ის სახლმა მეოთხე არომატი “Chance-Eau Vive”-ი წარმოადგინა. ახალი არომატის რეკლამა რეჟისორმა ჟან-პოლ გუდმა გადაიღო.
თუ წინა სარეკლამო რგოლებში შანელის სუნამოებით ჟონგლიორობდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ, ამჯერად მოქმედება ბოულინგის მოედანზე ხდება. სიუჟეტის მიხედვით გამოგონილ ბოულინგ ცენტრში, იმისთვის რომ შანელის კლუბის წევრი გახდე ბოულინგის ყველა კეგლი უნდა წააქციო.













