in

ინდოეთის როვერმა მთვარის ორბიტიდან საოცარი ფოტოები გადაიღო

ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციამ (ISRO) 14 ივლისს მთვარისკენ კოსმოსური ხომალდი გაუშვა, რომელიც ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე 5 აგვისტოს შევიდა და საოცარი კადრების გადაღებაც მოახერხა.

M2
M2

Chandrayaan-3 დასაშვები მოდულისა და მავალისგან შედგება, რაც ხომალდს საშუალებას მისცემს, 23 აგვისტოს მთვარის ზედაპირზე დაშვებაც ცადოს. თუმცა მანამდე ძრავებს რამდენჯერმე გაააქტიურებს, რათა წრიულ ორბიტაზე განლაგდეს — ასე ციური სხეულის ზედაპირისგან 100 კილომეტრით იქნება დაშორებული, რაც ოპტიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს დაშვების შემდგომი მცდელობისთვის.

ახლა კი კოსმოსურმა ხომალდმა ორბიტიდან შთამბეჭდავი კადრები გადაიღო, რომლებზეც მთვარის კრატერიანი ლანდშაფტია ასახული.

AI კონტენტის პირველი წესი: არავის უთხრა, რომ კონტენტის შესაქმნელად AI-ს იყენებ

როცა ცდილობ, ტაროს კარტით იწინასწარმეტყველო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული…