2
Nov
2016

ლილი–როუზ დეპი Chanel–ის იდუმალ სურნელს წარმოგიდგენთ

2 Nov 2016

Elit Electronics


ჯონი დეპის შვილი Chanel–ის სუნამოს რეკლამაში მონაწილეობს. ენერგიულ ვიდეორგოლში, სახელწოდებით #YouKnowMeAndYouDont, ლილი–როუზი სხვადასხვა ამპლუაში გვევლინება. წვეულებაზე, გადასაღებ მოედანზე, მიტინგზე. სურნელის გადმოცემა ეკრანიდან შეუძლებელია, მაგრამ Chanel N°5 L’eau ენერგიული, აქტიური და მომხიბვლელი ქალბატონებისთვისაა.

 

ლილი–როუზისთვის ეს პირველი სარეკლამო გამოცდილება არ არის. მისი პირველი ნაბიჯი მოდის სამყაროში მზის სათვალეის მოდური კოლექციის რეკლამა იყო, შემდეგ ფოტოსესია ჟურნალ Oyster–ისთვის. ოჯახური ტრადიცია გრძელდება, მსახიობი, მოდელი და მომღერალი, ლილი–როუზის სახით, უკვე შედგა. 2016 წელს გამოვიდა ფილმი მისი და მშობლების მონაწილეობით, სახელწოდებით იოგას მოყვარულები (Yoga Hosers)

განხილვა