in

როგორ შეიქმნა Chanel No. 5?

Chanel No. 5 – შესაძლოა, ეს სურნელი არასოდეს გამოგიცდიათ, თუმცა, უსათუოდ გექნებათ გაგონილი მის შესახებ. ყვავილებით გაჯერებული ეს ზღაპრული არომატი 100 წლის წინ შეიქმნა. რაკი, Chanel No. 5 ბრენდის პირველი სუნამო იყო, მას სერიოზული განაცხადი უნდა გაეკეთებინა საზოგადოებაში. გაბრიელ შანელის ხედვაც ასეთი იყო – ქალის არომატი ისეთივე მნიშვნელოვნად მიაჩნდა, როგორც მისი სამოსი.

სუნამო პროფესიონალ პარფიუმერთან, ერნესტ ბოსთან ერთად შეიქმნა. Chanel No. 5 სრულიად განსხვავებულ არომატად მოიაზრებოდა. ის მარტივი კონცეფციის იყო და ერთი ყვავილის სურნელისგან შედგებოდა. ბო შთააგონა არქტიკამ – მას სურდა სუნამოსთვის სიხალისე და სიმსუბუქე მიენიჭებინა. სწორედ ამიტომ, დაამატა ალდეჰიდები – სინთეტიკური ნივთიერებები, რასაც თავად იკვლევდა და რაც არომატს ჰაეროვნებას მატებდა. ალდეჰიდებს აქვთ არაჩვეულებრივი უნარი, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნონ არომატი და საგრძნობლად გაართულონ ფორმულის ამოხსნა. ალდეჰიდები პარფიუმერიაში აქტიურად მხოლოდ 80-იან წლებში გამოჩნდა. ამდენად, 20-იან წლებში, ერნესტ ბო, ფაქტობრივად, რევოლუციონერი აღმოჩნდა. ამავდროულად, შანელი ბოს აქეზებდა, რომ არომატში მეტი ჟასმინი დაემატებინა. საბოლოო ჯამში, სუნამომ შესანიშნავი მათრობელა და სრულიად თანამედროვე არომატი შეიძინა.

არანაკლებ ღირსშესანიშნავია სუნამოს შეფუთვა. 20-იან წლებში, სუნამოების ბოთლები ყვავილოვანი და რომანტიკული ვიზუალით ხასიათდებოდა. შანელის ბოთლი სრულიად განსხვავდებოდა – გეომეტრიული ფორმით, ის ლაბორატორიის კოლბას ჩამოჰგავდა. სახელიც, No. 5, მარტივად შეირჩა – ეს უბრალოდ, მეხუთე სინჯი იყო, რაც ბომ შანელს გამოუგზავნა.

საზოგადოების აღიარების მწვერვალს No. 5-მა მერლინ მონროს დროს მიაღწია. მსახიობი ხშირად ახსენებდა სუნამოს. ის შანელს ეუბნებოდა: „იცი, ისინი მეკითხებიან: რით იმოსები საწოლში?.. მე ვუპასუხე – Chanel No. 5“. მონრომ სუნამოს გარშემო კიდევ უფრო განსხვავებული განწყობა შექმნა – ახლა Chanel No. 5 მსოფლიო სექს-სიმბოლოს საყვარელი არომატიც იყო.

დღეს, როდესაც სუნამოს შექმნიდან მთელი საუკუნე გავიდა, Chanel No. 5 კვლავაც ინარჩუნებს თანამედროვეობას. შეიძლება ითქვას, რომ 100 წლის წინ, შანელმა და ბომ ერთ ფლაკონში უზარმაზარი ისტორია ჩაატიეს.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

Activision Blizzard-ს Microsoft 68.7 მილიარდ დოლარად შეისყიდის!

აი, ასეთი იყო შარქ თენქ საქართველოს პირველი სეზონი…