in

Chanel-მა, პარფიუმერიის ხაზისთვის, ახალი ამბასადორი აირჩია 

Chanel-ის პარფიუმერიის ხაზის ახალი ამბასადორი ავსტრალიელი მარგო რობი გახდა. ფრანგული მოდის სახლის სუნამოებს, ამიერიდან, „ოსკარის“ ნომინანტი მსახიობი (ფილმისთვის I, Tonya), ლილი როუზ დეპთან, კრისტიან სტიურტთან და კირა ნაითლისთან ერთად წარადგენს. ამ თანამშრომლობის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

bog
bog-mob

 

მარგო რობი „ოსკარის“ ცერემონიაზე, Chanel-ის კაბით, 2018 წელი

მარგო რობი, Chanel-თან გასული წლიდან თანამშრომლობს – მსახიობი, ბრენდის გლობალური ამბასადორი 2018 წელს გახდა, მაისში კი პირველი ერთობლივი კოლექცია წარადგინეს. „შანელის“ კაბა ეცვა მარგო რობის „ოსკარის“ 90-ე საიუბილეო ცერემონიაზე, როცა ფილმ “I, Tonya”-ში შესრულებული ქალის მთავარი როლისთვის, პრემიის ერთ-ერთი ნომინანტი იყო.

რიანამ, FENTY-ის სავაჭრო ნიშნით, ტანსაცმელი გამოუშვა

შენი სახლი, რომელიც გოლფის მოედანს ესაზღვრება