ახალი ლოკაცია Paris Fashion Week-ზე. 80 წლის დიზაინერმა კარლ ლაგერფილდმა დაამტკიცა, რომ მისი ფანტაზია უბერებელია და აქამდე განუხორციელებელი იდეა განახორციელა.
ბრენდის და ყოველდღიურობის შერწყმა ლაგერფილდმა 2014-15 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე მოახდინა. პოპ-არტ სტილის სუპერმარკეტში მხოლოდ შანელის ბრენდირებული პროდუქციაა.
შანელის სუპერმარკეტმა 1000 სახეობაზე მეტი პროდუქტი შემოგვთავაზა, სამაგიეროდ მომხმარებელი ხომ პროდუქტთან ერთად ბრენდის სახელს ყიდულობს, შესაბამისად პროდუქტზე 20-30% გაზრდილი ფასი იყო.