კომპანია Apple-მა თავისი სუპერ თხელი პლანშეტის “iPad Air 2”-ის სარეკლამო კამპანია ჩაუშვა. კამპანიის ფარგლებში “ორაზროვანი” ვიდეო რგოლი “Change is in the Air” გადაიღეს.
პატარა ვიდეოს დახმარებით კრეატორებმა პლანშეტის სხვადასხვა მომხმარებლები გვიჩვენეს: ავტომექანიკოსები, სკოლის მასწავლებლები, მშენებლები და ა.შ. ამ ყველა ადამიანს პლანშეტით და აპლიკაციების დახმარებით შესრულებული სამუშაოები აერთიანებს. რეკლამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ პლანშეტი მისი მფლობელის ცხოვრების ნაწილი ხდება, რომელიც ახალ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს იძლევა. რეკლამა კომპანიამ თავისი ახალი PR სტრატეგიის ფარგლებში ჩასვა – განსხვავებულობა და შემოქმედებითი მიდგომა.
ახალი პლანშეტის პრეზენტაცია 2014 წლის ოქტომბერს გაიმართა. გაჯეთი დაანონსებულია როგორც მსოფლიოში ყველაზე თხელი და ძლიერი პლანშეტი.
http://youtu.be/ROZhrRm88ms