in

როგორ იქცა ანიმაცია ალცჰაიმერთან დაკავშირებულ ვიდეორგოლად?

ბრიტანულმა ალცჰაიმერის კვლევითმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, მეცნიერების მიღმა მარკეტინგის ძალაც გამოეყენებინა. „ბრენდი არ ცვლის მხოლოდ ფერთა პალიტრას, ეს არ არის მხოლოდ დიდი ხარჯის გაღება და ვიზუალური შეფუთვა… გვსურს, რეალური ხედვა დავნერგოთ იმ სამყაროზე, რომელიც თავისუფალია დემენციის შიშისგან, ზიანისა და გულისტკივილისგან“, — აღნიშნავენ Alzheimer’s Research UK-ში.

კრეატიულ სააგენტო Above+Beyond-თან თანამშრომლობით, ორგანიზაციამ ორწუთიანი ვიდეორგოლი გამოუშვა, სახელწოდებით Change the Ending. ეს უკანასკნელი, თავისი ემოციური ნარატივის გარდა, იმითაც გამოირჩევა, რომ ანიმაციურ და რეალურ სამყაროებს აერთიანებს. დემენციის შემთხვევაშიც ხომ ასეა — რეალობები ერთმანეთში ირევა, ფაქტები სხვაგვარი სახით ილექება გონებაში და ყველაფერი ერთ დიდ ქაოსს ემსგავსება. თანაც ვიდეორგოლი ზუსტად აღწერს იმ ტკივილს, რომელიც დაავადების განვითარებას ახლავს თან.

„სარეკლამო კამპანიისთვის დისნეის სიუჟეტი გამოვიყენეთ, რომელშიც სამყარო მთელი თავისი ბედნიერებითაა წარმოდგენილი. შემდეგ კი ამ სიმშვიდეში პროგრესირებადი, დესტრუქციული დაავადება შემოვიტანეთ, რათა რეალურ სამყაროში არსებული მწვავე პრობლემა გვეჩვენებინა. ასე ნათლად ავსახავთ, როგორ ანგრევს დემენცია ცხოვრებას“.

Agility Robotics-ის ახალ ქარხანაში ჰუმანოიდი რობოტები დასაქმდებიან!

ოქტობერფესტი დაიწყო — ნამდვილ გერმანულ ფესტივალს ნამდვილი გერმანული ლუდი „ლოვენბრაუ“ მასპინძლობს