სამყარო სულ სხვაგვარი ხდება, როცა კარგი ავტომობილით მგზავრობ – სწორედ ამ იდეას ეფუძნება ბენტლის ახალი კამპანია “შეცვალე შენი პერსპექტივა”. კამპანია ბენტლის მომავალ, ტრანსფორმირებულ, ინოვაციური ტექნოლოგიებით სავსე სამყაროს წარმოგვიდგენს. ამ ყველაფერს კი ბრენდი ვიდეორგოლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, პატარა გოგონას წარმოსახვით გადმოგვცემს.
აქვე აღსანიშნავია, რომ კამპანიაზე საკომუნიკაციო სააგენტო Keko-მ იმუშავა.