in

YouTube, ბავშვთა უფლებების დასაცავად, ცვლილებებს გეგმავს 

YouTube, საბავშვო კონტენტის მართვაში ცვლილებებს შეიტანს. გადაწყვეტილება კომპანიამ, CNN-ის ინფორმაციით, თანამშრომლებისა თუ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან ზეწოლის და დაწყებული გამოძიების შედეგად მიიღო.

ვიდეოს დასრულების შემდეგ, ახალი რგოლი ავტომატურად აღარ ჩაირთვება. ეს ერთ-ერთი ცვლილება იქნება. The Wall Street Journal კი წერს, რომ YouTube აპირებს, ყველა საბავშვო რგოლი და ვიდეო ბავშვების მონაწილეობით YouTube Kids-ზე გადაიტანოს, რადგან მისი კონტენტი უფრო დაცული და შესაბამისად, უფრო უსაფრთხოა.

„მართალია, ზოგი რამ ისევ იდეის დონეზე რჩება, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც ვმუშაობთ და ძალიან მალე დავნერგავთ პლატფორმაზე, მაგალითად, არასრულწლოვანთათვის „ონლაინ სტრიმინგის “ აკრძალვა ან პოლიტიკოსთა მხრიდან გამოყენებული სიძულვილის ენის შეზღუდვა“, – ამბობს YouTube-ის პრესსპიკერი.

კიდევ ერთი მედიასაშუალება, რომელიც კომპანიაში ცვლილებების შესახებ წერს, The Washington Post-ია. გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებას უკავშირდება. საქმე ეხება ბავშვთა ვიდეოების ბოროტად გამოყენებას. სპეციალური უწყება [Federal Trade Commission], გარკვეულ პერიოდში, პლატფორმაზე განთავსებულ კონტენტს სწავლობს. ასევე, იძიებს AutoPlay-სა და რეკომენტაციის ფუნქციების შესახებ, რომლებიც საშუალებას აძლევს ბოროტმოქმედებს Youtube-დან, ყოველგვარი შეთანხმებისა და ნებართვის გარეშე, საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ საბავშვო კონტეტნი და მცირეწლოვანთა მონაწილეობით გადაღებული ვიდეოები. თუმცა, YouTube-ის ​წარმომადგენლებს, ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმამ, გარკვეული ცვლილებები, ბავშვებისა და მათი უფლებების დასაცავად, რამენიმე თვის წინ განახორციელა.

ყავის ნალექისგან დამზადებული ყავის ჭიქები

ზაფხულის გუდაური და „მარკო პოლო“