in

ნახეთ: ჩანთა, რომელიც ყველგან გამოგადგებათ

თუ დასასვენებლად ან საქმიანი ვიზიტით გაემგზავრებით სხვა ქვეყანაში, თუ მეგობრებთან ერთად სალაშქროდ წახვალთ, თუ უბრალოდ სპორტდარბაზში ან მოედანზე მოგინდებათ წასვლა The Onli Travel Revolution საუკეთესო გამოსავალს გთავაზობთ. მართალია, მსგავ სიტუაციებში ბევრი ნივთის წაღება გვჭირდება, მაგრამ The Onli  ერთადერთი ჩემოდანი იქნება, რომელიც ყველა სიტუაციისთვის თანაბრად გამოგვადგება. 

ჩემოდანი პირველად 2019 წელს მამა-შვილმა დეივ და კაილ ლოგანებმა შექმნეს და დასაწყისშივე საკმაოდ დიდი წარმატება მოიპოვეს, მაგრამ, რადგან პანდემიამ მოგზაურობის ფუფუნება შეგვიზღუდა და ამის გამო აღარც ზურგჩანთები იყო საჭირო, პროდუქტის რეალიზებაც შეფერხდა. თუმცა ეს დრო ლოგანებმა საკუთარი პროდუქტის გასაუმჯობესებლად გამოიყენეს და შექმნეს ჩანთა, რომელიც მოდულური სამოგზაურო რევოლუციის ხედვას აორმაგებს და სამი ერთში ჩანთას თითოეული სიტუაციისთვის ქმნის. 

ჩემოდანი სამ დამოუკიდებელ ნაწილად იშლება — ორი ზურგჩანთა და ერთი ბორბლებიანი სათავსო. ჩანთის ყველა ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირება კი სპეციალური ელვაშესაკრავებითაა შესაძლებელი. The Onli ოთხი 360°-იანი მბრუნავი ბორბლითა და ტელესკოპური სახელურით არის აღჭურვილი. მას თქვენთან ერთად, სავარძლის ზურგზე, ქვეშ თუ სპეციალურად ჩემოდნისთვის განკუთვნილ სივრცეში მარტივად მოათავსებთ, აქვს უამრავი ჯიბე და სათავსო, რომელიც თქვენი ნივთების მარტივად ორგანიზებაშიც დაგეხმარებათ. 

ჩანთის პირველი წინა ნაწილი მეტად თხელია და ძირითადად თქვენი ტექნიკის ან ყოველდღიური ნივთების სატარებლად შეიქმნა, მასში 17 დიუმიანი ლეპტოპი მარტივად თავსდება და აქვს ყველა კომპონენტი, რომელიც ტექნიკის უსაფრთხოდ გადატანას უზრუნველყოფს. მეტიც, მას აქვს ჩაშენებული თარო, რომელიც ლეპტოპის მაგიდის მსგავსად გამოიყენება. ჩემოდნის პრინციპით იხსნება და ნივთების დასაორგანიზებლად კიდევ უფრო მარტივი ხდება. გამოდის, რომ თქვენი ლეპტოპის, ტანსაცმლისა თუ საკვების ტარება ერთი ჩანთით, მაგრამ ამავდროულად განცალკევებულადაც შეგიძლიათ.

პანდემიის დადებით შედეგად კი ისიც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩემოდანი უკვე მეტად გამძლე, მტვერ და წყალგაუმტარი ქსოვილისგან არის დამზადებული. არჩევანიც მეტად ფართო გახდა და მის შეძენას უკვე 6 სხვადასხვა ფერში შეძლებთ.

 


რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის – ალფა დაზღვევას ბრენდის ახალი სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა აქვს

NASA: მარსზე ბგერა განსხვავებულად ვრცელდება