რამდენიმე წლის წინ, მხატვარმა ჩარლზ იანგმა წარადგინა პროექტი paperholm. ეს იყო მინიატრებით აგებული მეტროპოლია, რომელიც 300-ზე მეტ ნაგებობას მოიცავდა და მთლიანად თეთრი ქაღალდისგან იყო დამზადებული.
2020 წლიდან იანგმა ახალი ხაზი წამოიწყო – „ოთხი ფერის სახლების“ შემუშავებით, რაც ქაღალდის ნაკეთობების სერიას გულისხმობდა. პატარა მანქანები, შენობები, სატვირთოები, კოშკები 4 ფერის კომბინაციით, ლამაზ სანახაობას ქმნის. ამ მოდელებიდან რამდენიმე ასევე გაცოცხლდა მომხიბვლელი სტოპ-მოუშენის ანიმაციებით.
პროექტი „ოთხი ფერის სახლი“ დაიწყო მას შემდეგ, რაც იანგმა სანზო ვადას ფერების კომბინაციების ლექსიკონი შეიძინა.
“2020 წლის მაისიდან გამოვიყენე ლექსიკონი, როგორც შთაგონება ახალი პროექტისთვის და პირველად შემოვიტანე ფერი ჩემს ნაშრომში. წიგნი შედგება ორი, სამი და ოთხი ფერის კომბინაციისგან, რომელიც შედგენილია მე-20 საუკუნის დასაწყისში იაპონური დიზაინისა და გამოცემისგან”, – ამბობს არტისტი.
იანგს დაახლოებით 1 წელი დასჭირდა, რათა 108 ფერადი ქაღალდის მოდელი დაესრულებინა, რომლებიც მან გამოფინა CODA ქაღალდის ხელოვნების 2021 წლის შოუზე ნიდერლანდებში.
არტისტი ბეჭდვას იწყებს A5 ფურცელზე, შემდეგ აგრძელებს მათ ფორმირებას, ჭრის და აძლევს ისეთ ფორმას, როგორიც სჭირდება დიზაინისთვის. ერთი ქაღალდის ქანდაკების დასასრულებლად მას შეიძლება 4 საათი დასჭირდეს, ყოველი სკულპტურის დადგმის მერე კი მოუშენ დიზაინს იყენებს მათ გასაცოცხლებლად. მოცემულ ბმულზე სერიის ყველა ნამუშევრის ნახვა შეგიძლიათ.