in

ვიდეო “Charlie Bit My Finger” აუქციონზე გაიყიდა, როგორც NFT

წაიშლება თუ არა ის YouTube-დან?

veon
veon

“Charlie Bit My Finger” ერთ დროს YouTube-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეო იყო. ახლა კი, შესაძლოა, სამუდამოდ გაქრეს პლატფორმიდან. კოლექციონერმა, სახელად 3F Music, 56 წამიანი ვიდეო 760 999 დოლარად შეიძინა, როგორც NFT – non-fungible token (არა-ჩანაცვლებადი ტოკენი). 

აუქციონი Origin Protocol-მა ჩაატარა და როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მთავარი გეგმა “იუთუბიდან” ორიგინალი ვიდეოს წაშლა და შემდგომ “ბლოკჩეინზე უკვდავყოფა” იყო. ასე რომ, თუ სახალისო ვიდეო მოგენატრებათ, მის ნახვას სხვა პლატფორმაზე შეძლებთ.

Origin Protocol-ის ვებგვერდის თანახმად, NFT ვიდეოს მფლობელს კლასიკური კონტენტის თანამედროვე ვერსიის შექმნის საშუალება ექნებოდა. როგორც ჩანს, ამ შანსს 3F Music გამოიყენებს და 2007 წლის ვიდეოს პაროდიას ცნობილ ძმებთან, ჩარლი და ჰარისთან ერთად შექმნის.

აღსანიშნავია, რომ პოპულარულმა ვიდეომ ოჯახს ძალიან დიდი შემოსავალი მოუტანა და 2010 წლისთვის ახალი სახლის შეძენაც კი შეძლეს. ამიტომაც, გარდა NFT-ის პოპულარობისა, სწორად შერჩეული კონტენტი ფინანსური თვალსაზრისითაც მომგებიანია.

ჯერჯერობით უცნობია, რას უპირებს 3F Music ვიდეოს, რომელსაც ამჟამად 833 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. წაიშლება თუ არა ის YouTube-დან? – ალბათ, ამ კითხვაზე პასუხს უახლოეს დღეებში მივიღებთ.

სტეფ კარი ამერიკული რეკლამის გადაღებებზე ქართული წარმოების ფეხსაცმლით გამოჩნდა

მაღალტექნოლოგიური სენსორული კავშირის მეშვეობით, რობოტული მკლავი უფრო სრწფად მუშაობს