ახალი „ჩარლის ანგელოზები“ 2019 წლის 15 ნოემბერს გამოვა. როგორც პროდიუსერები ამბობენ, ეს არ იქნება ამავე სახელწოდების ძველი ფილმების „რიმეიქი“. პროექტის იდეა 2015 წელს გაჩნდა, როცა Sony Pictures Entertainment-მა, Charlie’s Angels-ის ახალი ფილმის ფრანჩაიზის უფლება მიიღო, გადაღებები კი 2018 წელს დაიწყო.

2019 წლის ეკრანიზაციაში ჩარლის ანგელოზების როლს ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავები კრისტიან სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკა თამაშობენ. ბოსლი კი ელიზატ ბენკსია, რომელიც, ამავე დროს, არის ფილმის რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი.


რამდენიმე საათის წინ, ფილმის პირველი კადრები გავრცელდა, რომელსაც მედიისა და „ჩარლის ანგელოზების“ გულშემატკივრების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


პირველად სერიალი „ჩარლის ანგელოზები“ ეკრანზე 1976 წელს გამოჩნდა და 1981 წლამდე გადიოდა. მოგვიანებით კი (2000, 2003 და 2011) იგივე სახელწოდების ფილმები გადაიღეს.

