20
Feb
2019

შარლიზ ტერონი Budweiser-ის კამპანიაში – Oscars 2019

20 Feb 2019



რას იფიქრებდით მაშინ, თუკი ბარში 43 წლის ლამაზმანს დაინახავდით, რომელიც იქ მყოფ ყველა მამრს სხვადასხვა სახის თამაშში აჯობებდა? ლუდმა Budweiser-მა გადაწყვიტა, თავის ახალ 1 წუთიან კამპანიაში ცნობილ მსახიობს – შარლიზ ტერონს სწორედ ასეთი როლი მოარგოს. რეკლამა სპეციალურად ოსკარის დაჯილდოებისთვის შეიქმნა, რომელსაც მაყურებელი შოუს შესვენებების დროს ABC-ის მაუწყებლობაზე იხილავს. რატომ შარლიზ ტერონი? იგი ხომ უკვე არის ოსკარის მფლობელი, თანაც მან ეს ჯილდო 2004 წელს მოიპოვა. ერთი სიტყვით, კამპანიის შემქმნელები მოგვიწოდებენ, ჩვენც ავიღოთ ბუდვეიზერის ლუდი და 25 თებერვალს დაჯილდოების ცერემონიას ჩავუსხდეთ…

განხილვა