in

გილოცავთ, თქვენს სახელზე საჩუქარია! – Charte.ge-ს ინიციატივა “აჩუქეთ ქველმოქმედება მეგობარს”

მათთვის, ვინც საახალწლოდ ორიგინალურ, ციფრულ საჩუქარს ეძებს, საქველმოქმედო პლატფორმა „ჩართემ“ სიახლე მოამზადა. დღეიდან, უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, https://charte.ge/giftdonation-ზე ერთჯერადი შემოწირულობა სხვის სახელზე გააკეთოს, ადრესატს კი, საახალწლო წერილი გაუგზავნოს. ამისათვის:

  1. ჩვენს საიტზე აირჩიეთ სასურველი თანხა;
  2. აირჩიეთ მიმღები, სასურველი ტექსტი და გაგზავნის ფორმა (ელფოსტით, ბმულით თუ ამობეჭდვით);
  3. იხილეთ, როგორ გამოიყურება წერილი;
  4. გადაიხადეთ თანხა.

შეგიძლიათ, დამალოთ შემოწირულობის ოდენობა. შემოწირულობა მოხმარდება სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტისა და კომპიუტერის ხარჯებს.

COVID-19 პანდემია

მას შემდეგ, რაც COVID-19 პანდემიის გამო საქართველოში სკოლები დაიხურა, მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ათვისების ერთადერთი გზა დისტანციური სწავლება გახდა. არაერთი სკოლა თუ მასწავლებელი მოსწავლეებს ონლაინ აძლევს დავალებებს, თუმცა მასწავლებელთან კომუნიკაციისთვის და ონლაინ რესურსების გამოსაყენებლად ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობაა აუცილებელი.

სამწუხაროდ, „ჩართეს“ გუნდის გამოთვლებით, საქართველოში 78 000-მდე მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი და არ შეუძლია სასწავლო პროცესში ჩართვა. 

სწორედ ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რაც შეიძლება მეტ უფროსკლასელს მიეწოდოს ინტერნეტი და კომპიუტერი „ჩართეს“ მეშვეობით.

კიდევ, რისი გაკეთება შეგიძლიათ?

დარეგისტრირდით საიტზე ყოველთვიურ დონორად. ამისათვის:

    1. შედით საიტზე www.charte.ge და დააჭირეთ ღილაკს „მე ჩავრთავ“;
    2. აირჩიეთ თანხა, რომელიც გსურთ, რომ ყოველთვიურად ჩამოგეჭრათ;
    3. შეიყვანეთ პირადი და საბანკო მონაცემები.

სულ ეს არის! ამიერიდან თქვენ მიიღებთ ჩართეს გამჭვირვალობის ანგარიშს, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული, ვის დაეხმარეთ, როგორ დაიხარჯა თანხა და რა შედეგი გამოიღო თქვენმა შემოწირულობამ.

ერთჯერადად დააფინანსეთ მოსწავლეების ინტერნეტისა და ლეპტოპის ხარჯები:

მიმღები: „ფონდი ექსესი“

თი ბი სი ბანკი

GE89TB7022145067800003

საქართველოს ბანკი

GE50BG0000000162703442

Uber Eats „მარსელის“ გულშემატკივარს შეკვეთას თამაშის დროს, ტრიბუნაზე მიუტანს

უფასო ლუდი მძღოლებისთვის – Heineken 0.0-ის რეკლამა