თუ გაინტერესებთ, როგორ უნდა შეადგინოთ კონტენტის ხარისხისა და მასში ჩართულობის ერთგვარი მეტრიკა, ყურადღება რამდენიმე ძირითად პუნქტზე უნდა გაამახვილოთ. ბევრი კომპანია თუ მარკეტერი ყურადღებას აქცევს მხოლოდ გვერდის ნახვებს, რაც არასწორია. თუ რატომაა ეს არასწორი, პირველივე პუნქტში გეტყვით.
ადამიანები ხშირად ტაბებს ღიას ტოვებენ
დღეში შეიძლება უამრავი გვერდის ტაბი გახსნათ და დატოვოთ ამ მდგომარეობაში. ეს შეიძლება კომპიუტერითაც გააკეთოთ და მობილური მოწყობილობითაც. მონაცემები კი პირდაპირ იგზავნება Analytics-ში. ის იწერება გვერდის ნახვებში, როცა რეალურად, თქვენ არ უყურებდით მას ან შეიძლება არც გახსოვდათ, რომ გახსენით. თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც აისახება როგორც სტატისტიკური მონაცემი.
როდესაც ჩანართი გააქტიურებულია, არსებობს ორი განსხვავებული რამ, რისი გაზომვაც შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ მოქმედება, რომელიც გამოიყენეს ამ ჩანართის გენერირებისთვის და შეგიძლიათ ნახოთ ჩანართის ტიპი. ასევე გაითვალისწინეთ Universal Analytics-ში კონვერტაციის მაჩვენებელი სესიაზეა დაფუძნებული, ამიტომ შესაძლოა თქვენი კონვერტაციის მაჩვენებელი სისულელე იყოს.
ყურადღება მიაქციეთ კონკრეტული გვერდის ნახვებს
მაგალითად, თუ თქვენ გამოაქვეყნეთ ბლოგპოსტი, შეგიძლიათ, პერიოდულად შეამოწმოთ რამდენი ნახვა დააგროვა მან გამოქვეყნების დღიდან. შეგიძლიათ ყოველდღიურადაც შეამოწმოთ. ეს გეხმარებათ პრიორიტეტების განსაზღვრაში – თუ ჩვენ შევხედეთ და დავრწმუნდით, რომ კონვერტაციის მაჩვენებელი უკეთესია, უკვე გვეცოდინება, როგორი ტიპის კონტენტი არის უფრო ნახვადი.
ასევე კარგი პრაქტიკაა, წინასწარ განსაზღვრა, თუ რამდენ ნახვას ელოდებით კონკრეტული პოსტისთვის. დაადგინეთ საორიენტაციო მაჩვენებელი, რომელსაც წარმატებულ შედეგად ჩათვლით და მერე დააკვირდით. თუ კმაყოფილი დარჩებით, მაშინ შეგიძლიათ ამ ტემპში გააგრძელოთ. თუ არადა, ცვლილების დროა.
გამოყენებადია თუ არა კონტენტი?
ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რეცეპტი იმის გასარკვევად, როგორია ჩართულობა და კონტენტის ხარისხი, არის რამდენად იქნა ის გამოყენებული. როდესაც მომხმარებელი გადადის საიტზე და უყურებს ვიდეოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მან მართლა ნახა ის. გარდა იმისა, რომ ამოწმებთ, დააწკაპუნა თუ არა ვიდეოზე, ისიც უნდა გადაამოწმოთ, რამდენ ხანს უყურა მას. საქმე უფრო რთულადაა ტექსტური პოსტის შემთხვევაში. ჩვენ შეგვიძლია, გადავამოწმოთ, საერთოდ იხილეს თუ არა ეს პოსტი, მაგრამ არც ვიცით, რამდენმა რეალურად წაიკითხა ის.
კონვერტაცია
რამდენად ხედავენ მომხმარებლები თქვენს ამა თუ იმ მოწოდებას? Google Tag Manager-ში შეგიძლიათ, განსაზღვროთ, როგორ აკონტროლოთ ეს. ამისთვის საჭიროა, რომ ცოტაოდენი CSS იცოდეთ. თქვენ ხედავთ არა მხოლოდ რამდენმა ადამიანმა ნახა ესა თუ ის გვერდი, არამედ რეალურად რამდენს მიწვდა თქვენი CTA (CALL TO ACTION) ღილაკი.
ეს რამდენიმე ძირითადი პუნქტი კონტენტის ჩართულობის გასაზომად და განსასაზღვრად დაგეხმარებათ. შესაძლოა, აქედან ყველა არ გჭირდებოდეთ, თუმცა ელემენტარულ წარმოდგენას მაინც გიქმნით საერთო სურათზე.