in

ეს „ჩასაცმელი კუნთები“ გაგაძლიერებთ

ეგზო-სამოსი მოძრაობის შეზღუდული უნარის მქონე პირებს დაეხმარება

შვეიცარიის ETH Zurich-ის მკვლევართა ჯგუფმა საკმაოდ დამაინტრიგებელი ახალი ეგზოსამოსი შექმნა, თანაც, იმისათვის, რომ მის მფლობელს დამატებითი კუნთები მისცეს… კონკრეტულად კი იგი შეზღუდული მოძრაობის მქონე პირთათვის ძალების დასაბრუნებლად არის განკუთვნილი. მეცნიერთა თქმით, ადრეული ტესტირებები სამოსის დიდ პოტენციალსაც აჩვენებს…

საინტერესოა ისიც, რომ ეს მოწყობილობა თქვენს სხეულზე თითქმის შეუმჩნევლად თავსდება — სამოსში მოთავსებული ელექტრო ყუთი მხოლოდ 8 ფუტს იწონის, მაისური კი საკმარისად თხელია იმისათვის, რომ ტანსაცმლის ქვეშ მარტივად მოთავსდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოებს მრავალი კარგი თერაპიული მოწყობილობა აქვს, ისინი ხშირად ძალიან ძვირი და მოუხერხებელია, — ამბობს მარი ჯორჯარაკისი ETH Zurich-იდან.

ექსპერიმენტში სულ 12 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათგან 10-ს რაიმე ფიზიკური დეფექტი არ ჰქონია, ერთს კუნთოვანი დისტროფია, მეორეს კი ზურგის ტვინის დაზიანება აღენიშნებოდა. გუნდმა აღმოაჩინა, რომ ეგზოკუნთი მონაწილეებს ხელების გაცილებით დიდხანს აწევაში დაეხმარა. კონკრეტულად კი კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტს გამძლეობა 60%-ით გაეზარდა, ზურგის ტვინის ტრავმის მქონე პირმა კი ვარჯიშების შესრულება სამჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეძლო. 

დიახ, კონკრეტული შედეგები ნამდვილად იმედის მომცემია, გუნდი კი Myosuit-ის გასვლას რეალურ სამყაროში უკვე მოუთმენლად ელის. 

შემდეგ ფაზაში ჩვენი პროტოტიპის გამოცდა ლაბორატორიის გარეთ მომავალი მფლობელების ბუნებრივ გარემოში გვინდა, შედეგებს კი მისი შემდგომი გაუმჯობესებისთვის გამოვიყენებთ, — აცხადებს მიშელ ზალიანისი, კვლევის თანაავტორი.

აი, როგორ მუშაობს Digital Product Owner

Gucci ახალ ასწლეულში შესვლას NFT კოლექციით აღნიშნავს