in

შატო მუხრანში წელს განსაკუთრებული წინასაახალწლო განწყობა დაგხვდებათ

შატო მუხრანში 18 დეკემბერს, 14:00-დან 19:00 საათამდე, საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება, სადაც სტარტაპ კომპანიები, სხვადასხვა ცნობად ბრენდთან ერთად, მოწვეულ სტუმრებს საკუთარ პროდუქციას გააცნობენ.

დასწრება თავისუფალია და ყველას, ვინც მოუთმენლად ელის წლის ამ ჯადოსნურ პერიოდს, შატო მუხრანის საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე აუცილებლად ექნება შესაძლებლობა, ისიამოვნოს ნამდვილი სადღესასწაულო გარემოთი. დაგხვდებათ ლამაზად მორთული შალეები, უნიკალური ნივთები, ხელნაკეთი საშობაო დეკორაციები და სპეციალურად შერჩეული კერძები რესტორანში „სამეფო მარანი 1878″ – განსხვავებული კულინარიული გამოცდილებისთვის, ეს ყველაფერი კი განახლებული სასახლის ფონზე.

და, რაღა თქმა უნდა, სეზონის აუცილებელი ატრიბუტები: ჭიქა გლინტვეინი, ნუგბარი და მრავალფეროვანი არჩევანი თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შესარჩევად, ან უბრალოდ იმისათვის, რომ კარგი დრო გაატაროთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

აქვე სრული მიმოხილვა იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ შატო მუხრანის საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე:

  • Giovanni Morra • ჯოვანი მორა
  • Zardakhsha Jewelery • ზარდახშა
  • Igrika• იგრიკა
  • Baaka •ბააკა
  • Euphoria • ეიფორია
  • Petsi • ფეთსი
  • Zilfi • ზილფი
  • Papanaki • ფაფანაკი
  • Zarbazani • ზარბაზანი
  • Mariko Jewellery • მარიკოს სამკაულები
  • Toyo • თოიო
  • Konfetery
  • Mouth Melters
  • Keramiko • კერამიკო
  • Nata Makharadze • ნატალია მახარაძის ხელნაკეთი სამკაულები
  • Kirke • კირკე
  • Dec & Art • დეკ არტი
  • Chini • ჩინი
  • Piel Naturals • პიელ ნატურალსი
  • Darbaiseli • დარბაისელი
  • Duchi Accessories
  • Kodium • კოდიუმი
  • Bohano Art • ბოჰანო
  • MM – Cosmetique Bio
  • Iko Handmade Accessories • იკო ხელნაკეთი აქსესუარები
  • Keto’s Murabebi • ქეთოს მურაბები
  • M.b Enamel
  • Pomona
  • Taplakveri • თაფლაკვერი
  • Lola Sweet
  • Ridne Georgia
  • Lile • ლილე
  • MOXY • მოქსი

[R]

ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში “Touch22” 7-8 დეკემბერს გაიმართა

10 წიგნი, რომელიც ყველა მარკეტერმა უნდა წაიკითხოს — უჩა ურუშაძის რჩევები