in

“აირჩიე სასურველი პროდუქტი საკუთარი სავარძლიდან” -შატო მუხრანის ექსკლუზიური სერვისი

_MG_8601შატო მუხრანის პროდუქციის შეძენა მისი ფეისბუქის გვერდიდან ან ვებ გვერდიდან არის შესაძლებელი. შეკვეთიდან 24 საათის განმავლობაში, თქვენ ღვინოს სახლში მიიღებთ. მარკეტერი დეტალური ინფორმაციისთვის “MGeorgia” -ს მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს –  პეტერ სვეტიჩინს ესაუბრა .

M: მადლობას გიხდით იმისათვის, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბროდ. გთხოვთ გვიამბოთ თქვენს შესახებ, სად მიიღეთ განათლება და როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება?

მე წარმოშობით შვედი ვარ, მაგრამ გამაჩნია სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილება. მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში აღებული მაქვს საფრანგეთში, ESSEC ბიზნეს სკოლაში და ასევე აშშ-ში, ქორნელის უნივერსიტეტში. მიმუშავია ისეთ ქვეყნებში როგორიც არის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, შვედეთი, რუსეთი და ა.შ.

2004 წლიდან ვმუშაობ Marussia Beverage BV -ის ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ციმბირული არაყი, ალკოჰოლური სასმელების გავრცელება და ქართული რესტორნის გახსნა პარიზში.  2005 წელს შემომთავაზეს გავმხდარიყავი Marussia -ს დირექტორი, ქართველ პარტნიორებთან ერთად დაარსებულ ერთობლივ საწარმოში, რომ გვემუშავა შატო მუხრანის პროექტზე. 2011 წელს დავიწყე მუშაობა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. გასულ წელს კი გადავედი MGeorgia-ში, რომლის მფლობელობაშია შატო მუხრანი და ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია (GWS).

M: მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ… 

უახლოეს მომავალში გვინდა დავასრულოთ შატოს აღდგენა, თუმცა ინტერიერის სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გრძელვადიან პერსპექტივაში, გვინდა გვაღიარონ კულტურის, ისტორიის და ღვინის მემკვიდრეობის ცენტრად მთელი კავკასიის მასშტაბით. რაც შეეხება ღვინოს, ჩვენი მიზანია ყოველთვის გავაუმჯობესოთ ღვინის ხარისხი და მდგრადობა.

M: რა არის “შატო მუხრანის” მთავარი მიღწევა?

დღესდღეობით შატო მუხრანი აღიარებულია როგორც ყველაზე პრესტიჟული ღვინო საქართველოში. ბოლო პერიოდში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ შატო მუხრანი მოიხსენიება ერთ ჩამონათვალში ბრიტანულ Marks&Spencers-სა და ფრანგულ Chez Nicholas-თან ერთად. აღსანიშნავია, რომ გარდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შემავალი სტანდარტული ქვეყნებისა, შატო მუხრანის ღვინოების ექსპორტირება ხდება ისრაელში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩინეთსა და აშშ-ში. ჩვენი ყველაზე გაყიდვადი ღვინოა “გორული მწვანე”, რომელიც აერთიანებს მუხრანის რეგიონისათვის დამახასიათებელ მრავალფეროვნებასა და მისთვის იდეალურ ლანდშაფტურ პირობებს შატო მუხრანის საერთო იდეაში.

_MG_9152

M: რატომ გადაწყვიტეთ ახალი მომსახურების შემოღება, რომელიც ღვინის უფასოდ მიტანას ითვალისწინებს?

ეს მიღებული პრაქტიკაა დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში. საქართველოში ჯერჯერობით ასე არ ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამის აუცილებლობას იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა პრობლემურია: ლიფტებით სარგებლობა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ასევე, ხშირ შემთხვევაში, გვხვდება დაზიანებული გზები. მიგვაჩნია, რომ ადგილზე მიტანის დამატებითი მომსახურება უფასოდ ამყარებს ჩვენს დაპირებას იმის შესახებ, რომ შატო მუხრანი მომხმარებელს ყოველთვის საუკეთესოს სთავაზობს როგორც ხარისხის, ასევე მომსახურების მხრივ. წარმოიდგინეთ, რომ ხვალ საღამოს ელოდებით სტუმრებს, ან რაიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული ახლოვდება (მაგალითად შობა, აღდგომა) და თქვენ გესაჭიროებათ ღვინო იმავე დღეს. ამისათვის საკმარისია ინტერნეტის მეშვეობით ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს:       https://www.facebook.com/ChateauMukhrani.ge/app_343556959167169

ან ოფიციალურ ვებ გვერდს: chateaumukhrani.com, მონიშნოთ ღვინის მიტანის სექცია, სადაც ასახულია შატო მუხრანის ღვინოების სხვადასხვა სახეობები და ფასები, აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ღვინო და გაგზავნოთ შეტყობინება. ამის შემდეგ, ძალიან მალე დაგიკავშირდებათ ჩვენი ღვინის სტუდიის წარმომადგენელი და მოხდება თქვენ მიერ შეკვეთილი ღვინის ტრანსპორტირება თქვენთვის სასურველ მისამართზე სრულიად უფასოდ.

M: როგორ მიიღეს აღნიშნული სიახლე ქართველმა ღვინის მოყვარულებმა?

ჩვენ სულ ახლახანს დავნერგეთ ღვინის მიტანის სერვისი და მიგვაჩნია, რომ ჯერ საკმარისი დრო არ გასულა იმისთვის, რომ მომხმარებლებმა სრულად გაიაზრონ ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურების პოტენციალი: მათ საშუალება ეძლევათ დაზოგონ დრო, აირიდონ საქონლის გადაზიდვის არასასიამოვნო პროცედურა და რაც მთავარია, მშვიდად აარჩიონ სასურველი პროდუქტი საკუთარი კომფორტული სავარძლიდან.

Mukhrani 1

მიუზიკლი ნატახტარის ლიმონათისგან

Abercrombie & Fitch-მა სიშიშვლეზე უარი თქვა