in

ChatGPT-4-ს „სეზონური დეპრესია“ აქვს

veon
veon

ბოლო დროს ChatGPT-4-ის მომხმარებლები უჩვეულო ტენდენციას ამჩნევენ: როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის ძალისხმევა შენელდა. უფრო კონკრეტულად, ჩეტბოტი ამოცანების თავიდან არიდებას ან პასუხების გამარტივებას ცდილობს — თითქოს, მისი შრომისმოყვარეობის დონე დაეცა. ამასთან დაკავშირებით ატეხილმა აურზაურმა კი OpenAI-მდეც მიაღწია, რასაც აღიარებითი გამოხმაურებაც მოჰყვა.

„11 ნოემბრის შემდეგ მოდელი არ განგვიახლებია, თუმცა ეს მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა. ჯერ კიდევ ვეძებთ პრობლემის მიზეზს და მისი გამოსწორების გზებს“, — განაცხადეს კომპანიაში. თუმცა ამას მომხმარებელთა ინტერესი არ შეუნელებია, პირიქით, ხალხი დაინტერესდა, ენის მოდელზე დღესასწაულები ან ე. წ. „ზამთრის შესვენების ჰიპოთეზა“ ხომ არ მოქმედებს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ChatGPT-ის ფასიანმა ვერსიამ ერთგვარი ადამიანური ტენდენცია შეითვისა — კერძოდ, ძირითადი ამოცანების შესრულების შემდეგ მოდუნება.

ერთმა პროგრამისტმა მოდელის ამგვარ ქცევას „სეზონური დეპრესიის“ იარლიყიც მიანიჭა. ცვლილება აშკარაა, რადგან თუკი ამ დრომდე სრულფასოვან, დეტალურ პასუხს იწერებოდა, ახლა ზოგჯერ უარსაც კი ამბობს დავალების შესრულებაზე. თუმცა მეორე მხრივ, ამ მოდუნებულმა მდგომარეობამ ადამიანების კრეატიულობის ზრდას შეუწყო ხელი — მეტად მოწადინებულნი არიან, სხვადასხვაგვარად მიწერონ, უფრო დახვეწონ კითხვის ნაწილი.

Visa საქართველოში ინოვაციებისა და თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

სანტა კლაუსი სიმსივნის წინააღმდეგ