OpenAI-მ კვლავ გადადო ChatGPT-ს ახალი ფუნქციის, „ზრდასრულთა რეჟიმის“ (adult mode) გაშვება. ეს ფუნქცია სრულწლოვან მომხმარებლებს ეროტიკულ და სხვა, ზრდასრულთათვის განკუთვნილ კონტენტზე წვდომას მისცემს.
OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმენმა ამ ფუნქციის შესახებ პირველად ოქტომბერში ისაუბრა. მაშინ მან დაწერა, რომ დეკემბერში, ასაკის დამადასტურებელი სისტემის სრულად ამოქმედებასთან ერთად, მომხმარებლებს, რომლებიც ასაკს დაადასტურებენ, უფრო მეტი კონტენტის, მათ შორის ეროტიკულის, ნახვის შესაძლებლობა მიეცემოდათ.
თუმცა ფუნქციის გაშვება კიდევ ერთხელ გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, ალტმანმა გუნდებს მოუწოდა, ყურადღება ძირითადად ChatGPT-ს ძირითადი გამოცდილების გაუმჯობესებაზე გაემახვილებინათ.
ახლა OpenAI-ს წარმომადგენელმა გამოცემა Axios-ს უთხრა, რომ კომპანია „ზრდასრულთა რეჟიმის“ გაშვებას კიდევ ერთხელ გადადებს, რათა ყურადღება უფრო პრიორიტეტულ სამუშაოებზე გადაიტანოს, რომლებიც უფრო მეტი მომხმარებლისთვის არის მნიშვნელოვანი. მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაუმჯობესება, პერსონალიზაცია და ჩატბოტის მეტი პროაქტიულობა.
ჯერ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გადადება. თუმცა კომპანიის მიდგომა „ზრდასრულებს მოვექცეთ ზრდასრულებივით” – კვლავ აქტუალური რჩება და სამომავლოდ ამ რეჯიმის ამოქმედება გეგმიდან არ იშლება.












