OpenAI-მ Advanced Voice Mode განაახლა, თავისივე ხმოვანი AI, რომელიც ChatGPT-სთან რეალურ დროში საუბრის საშუალებას გვაძლევს. ამ ცვლილებით კი სურთ, AI ასისტენტი მეტად პერსონალიზებული გახადონ და მომხმარებლებს შეუფერხებელი გამოცდილება შესთავაზონ. როგორც ვიგებთ, განახლებით AI ხმოვანი ასისტენტისთვის ჩვეულ პრობლემას დაძლევენ, რომელიც მომხმარებლებს ფიქრის დაწყებისას საუბარს აწყვეტინებდა…
აღსანიშნავია, რომ უფასო ChatGPT-ის მომხმარებლებს უკვე მისცეს Advanced Voice Mode-ის ახალ ვერსიაზე წვდომა, რომელიც მათ დაპაუზების შესაძლებლობას სთავაზობს AI-სთან საუბრისას. რაღა თქმა უნდა, ამ განახლებით ჩეტბოტის ფასიანი გამოწერის მფლობელებიც ისარგებლებენ და პროცესში კიდევ უფრო ნაკლებად შეფერხდებიან. თუ OpenAI-ის დავუჯერებთ, ამიერიდან მათ ახალი ხმოვანი ასისტენტი უფრო პირდაპირ, ზუსტ და შემოქმედებით პასუხებს შესთავაზებს…