Petey მობილური აპლიკაცია, რომელმაც ChatGPT Apple Watch-ის მომხმარებლებს გააცნო და სულ ახლახან კონკრეტული ფუნქცია iPhone-ზეც დაამატა — მომხმარებლებს AI ასისტენტზე უფრო სწრაფი წვდომა მისცა და თითქოს Siri-ც ჩაანაცვლა. ბოლო განახლება კი აპლიკაციის Apple Music-თან დაკავშირების საშუალებას გვაძლევს. ამგვარად, იგი თქვენთვის ფლეილისტებს შექმნის და დაგეხმარებათ, Apple Music library-ს ინდივიდუალური სიმღერებიც დაამატოთ.
თუმცა სიახლეები აქ არ სრულდება — Petey Premium-ის გამომწერებს უკვე უახლეს AI მოდელზე წვდომის საშუალებას აძლევენ. აქ მომხმარებლებს ახალი Apple Music ფუნქცია იმის უფლებასაც აძლევს, თავად განსაზღვრონ, რამდენად გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს რეკომენდაციებისთვის. თუმცა ეს უკანასკნელი iOS 17-ზე რამდენად იმუშავებს, დანამდვილებით არ იციან…
რეკომენდაციების მისაღებად კი ჩვეულებრივ საძიებო ველში თქვენი მოთხოვნა უნდა აკრიფოთ. მაგალითად, თუ 90-იანების მუსიკას მიუთითებთ, მოსალოდნელია, რომ Nirvana, Pearl Jam, Alice in Chains, Stone Temple Pilots, Soundgarde და სხვები იხილოთ შედეგებში.
ხოლო თუ learn more ღილაკზე გადახვალთ, NowPlaying-ში მოხვდებით, სადაც სიმღერის შესახებ სხვადასხვა ფაქტსა თუ დეტალს, ჩანაწერებსა თუ შემსრულებლებს შეხვდებით. Petey საკუთარი ფლეილისტების შექმნის საშუალებასაც გაძლევთ და ეს ძალიან მარტივად ხდება Create Playlist-ის ღილაკზე გადასვლით.
მართალია, App Store-დან აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა, მაგრამ იმ ყველაფერზე წვდომისთვის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, აუცილებლად ან Basic, ან Premium გამომწერი უნდა იყოთ.