in

როგორ უნდა გაუმკლავდეთ ChatGPT-ის არასწორ პასუხებს?

ChatGPT ჯადოსნობას ჰგავს, თუმცა მისი მაგიის როგორც კარგად, ისე ცუდად გამოყენებაა შესაძლებელი. ამან საკმაოდ დააბნია მწერლები, ბლოგერები თუ კონტენტ მენეჯერები… ისმის კითხვები: რას მოუტანს ეს ტექნოლოგია ჩემს პროდუქტს? სამუშაო პროცესს, გუნდსა თუ სამსახურს? თუმცა მარტივი პასუხები არ არსებობს, რადგან ტექნოლოგია ჯერ ძალიან ახალია. ნათელი კი ის არის, რომ მომავალში ბევრ AI ტექსტს ვიხილავთ. 

თუ თქვენ კონტენტის წარმოების ბიზნესში ხართ, სწორი გზის საპოვნელად რუკა დაგჭირდებათ და რამდენიმე კარგი ინსტრუმენტიც ამ გზაზე. ამიტომ, მოდით, ჯერ ცოტა ChatGPT-ის შესახებ ვისაუბროთ, შემდეგ კი ის რამდენიმე პრაქტიკული ინსტრუმენტი განვიხილოთ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შედგენილი ტექსტების დადგენაში დაგეხმარებათ. 

ცოტა რამ ChatGPT-ის შესახებ

მანქანურ სწავლებაში არსებობს წერტილები, რომლებიც საოცრად წინ მიდის და მათ შორის ერთ-ერთია OpenAI-ის ChatGPT. მიეცით მას ნებისმიერი ტექსტი, იქნება ეს კითხვა, განცხადება თუ გამოწვევა და იგი პასუხს წინადადებებიდან, პარაგრაფიდან და კომპიუტერული კოდიდან მოგაწვდით. 

ChatGPT დიდი ენობრივი მოდელია (LLM), ტექსტის მასიურ მონაცემთა ნაკრები ან სიტყვების დიდი კრებული. იგი ამ მონაცემებს პროგნოზების გასაკეთებლად იყენებს, რათა გითხრათ მოცემულ კონტექსტში, რა იქნება სიტყვების შემდეგი თანმიმდევრობა. გთავაზობთ ტექსტს, რომელიც საკმაოდ რეალისტურად ჟღერს. 

თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკური პროგნოზირების ძრავაა — მის მიერ შექმნილი სიტყვები კარგად ჟღერს, მაგრამ პასუხი შეიძლება სრულიად არასწორი იყოს. ეს ამბავი უკვე ბევრმა ადამიანმა იცის და ისინი წუხან არასწორი ინფორმაციების გავრცელებაზე, რამაც ნდობის დაკარგვაც კი შეიძლება გამოიწვიოს. დეზინფორმაციამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ცუდი იურიდიული თუ სამედიცინო რჩევა. ეს მომხმარებლებს არასწორი ქმედებებისკენ უბიძგებს, რომლებსაც ისინი ChatGPT-ის გარეშე არც გააკეთებდნენ… 

კონკრეტული შედეგი კი შეიძლება მოწყობილობისთვის განკუთვნილი სწავლების მეთოდებიდან გამომდინარეობდეს — ძირითადი სტატისტიკური მეთოდები არ არის იმდენად კარგად განლაგებული, რომ ფაქტობრივად სწორი და არასწორი ინფორმაციის განსხვავება შესაძლებელი იყოს. პრობლემა შემდეგია: ეს LLM-ები იმდენად კარგია, რომ თითქმის არ განსხვავდება ადამიანის მიერ შექმნილი ტექსტისგან…

და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?

ხელსაწყოები

კარგი ამბავი ის არის, რომ უფასო ხელსაწყოებიც არსებობს, რომლებიც AI-ის მიერ შექმნილი ტექსტების დადგენაში დაგეხმარებათ. ამიტომ, შემდეგ ჯერზე თუ ტექსტი საეჭვოდ მოგეჩვენებათ, ეს ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოთ:

GPTZero:

Hugging Face GPT2: https://openai-openai-detector.hf.space/

მწერალი AI-ის დეტექტორი: https://writer.com/ai-content-detector/ 

კონტენტის გადამოწმებისთვის ეს ეფექტური პირველი ნაბიჯია. თანაც, კონტენტის შემქმნელები მუდმივად უნდა ებრძოდნენ პლაგიატს. ეს უფასო ხელსაწყოები კი დაგეხმარებათ, რობოტის ტექსტი მანამდე ნახოთ, სანამ იგი თქვენს მომხმარებლამდე მიაღწევს. 

„მოწევის რეალური ღირებულება“ — FDA-ის კამპანია სიგარეტის წინააღმდეგ

როგორ გავაუმჯობესოთ თანამშრომლის გამოცდილება სამსახურში პირველივე დღიდან