ChatGPT-ის მომხმარებელთა უმრავლესობა OpenAI-ს ჩატბოტსა და ვებ-ბრაუზინგს შორის გადართვით მუშაობს. თუმცა Chrome-ის გაფართოებებმა, რომლებიც ChatGPT-ს პირდაპირ ბრაუზერში აინტეგრირებენ, შექმნეს უნიკალური სინერგია ხელოვნურ ინტელექტსა და ვებ-სერფინგს შორის. აი, საჭირო Chrome გაფართოებები, რომლებიც ChatGPT-თან მუშაობის პროცესს გაამარტივებენ და პროდუქტიულობას საგრძნობლად გაზრდიან.
ChatGPT for Google
Google-ის საძიებო შედეგების უფასო ChatGPT for Google გაფართოებით უშუალოდ გააერთიანებთ ChatGPT-ის შესაძლებლობებს თქვენს საძიებო გამოცდილებასთან. ის გაჩვენებთ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პასუხებს ტრადიციული საძიებო შედეგების გვერდით. ეს კი განსაკუთრებით მოსახერხებელია კვლევისთვის, ფაქტების გადამოწმებისთვის და ა.შ.
ChatGPT Writer
ასე შეცვლით თქვენი ელფოსტის შედგენისა და დოკუმენტების წერის პროცესს. ChatGPT Writer-ის თქვენს ბრაუზერში ინტეგრირება გეხმარებათ ელფოსტების, დოკუმენტებისა და კონტენტის შექმნაში – ამასთან, საშუალებას მოგცემთ მოარგოთ წერის სტილი სასურველ ტონს.
დამატებით უპირატესობად მიგვაჩნია ის, რომ კომფორტულად ინტეგრირდება Gmail-თან, Outlook-თან და სხვა პოპულარულ ვებ-ინსტრუმენტებთან, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფი პასუხები ერთი დაწკაპუნებით შექმნათ.
ChatGPT Sidebar
ChatGPT ერთი ხელის გაწვდენაზე გექნებათ, თუ ChatGPT Sidebar გაფართოებით ისარგებლებთ. როგორც სახელიდან ჩანს, ის ქმნის მუდმივ გვერდით პანელს, რაც აადვილებს ხელოვნური ინტელექტის დახმარების მიღებას ჩანართებს შორის გადართვის გარეშე. ეს გაფართოება მოიცავს მრავალფეროვან შესაძლებლობებს კითხვის, წერის, გამოსახულებებისა და სხვა მიმართულებებით.
ChatGPT Summarizer
როდესაც დრო შეზღუდული გაქვთ, მაგრამ გჭირდებათ გრძელი სტატიების ან დოკუმენტების გაცნობა, ChatGPT Summarize & Chat გაფართოება გეხმარებათ. ის ქმნის ვებ და PDF ფორმატის მოკლე შეჯამებებს და ამავდროულად საშუალებას გაძლევთ დასვათ დამაზუსტებელი კითხვები მასალის შესახებ, რაც გაძლევთ შეჯამებულ შინაარსზე ინტერაქტიული კითხვა-პასუხის მსგავს შესაძლებლობას. გაფართოება ასევე გთავაზობთ მორგებულ შეჯამების შაბლონებს აკადემიურ, სამეცნიერო და ჟურნალისტურ სფეროებში მომუშავეთათვის.
წყარო: fastcompany