in

ChatGPT შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციას გამოხატავს — კვლევა

ადრე კი ბევრს ვსაუბრობდით ChatGPT-ის მიკერძოებებსა და არასწორ პასუხებზე, მაგრამ სიმართლეც უნდა ითქვას, რომ მრავალი პროგრამული გაუმჯობესების შედეგად, მსგავსმა ამბებმა უკან გადაიწია. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ახლად გამოქვეყნებული კვლევა გვეუბნება, რომ AI ჩეტბოტი სპეციალური საჭიროების მქონე აპლიკანტებს სიის ბოლოს ათავსებდა…

საინტერესოა, რომ ამ კვლევისთვის ჩეტბოტთან საუბარი ისეთი საკვანძო სიტყვებით გატესტეს, როგორებიცაა, სმენის დაქვეითება, უსინათლობა, ცერებრული დამბლა, აუტიზმი და ფართოდ გავრცელებული ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობა.

მკვლევრებმა ავტორის საჯაროდ ხელმისაწვდომი CV გამოიყენეს ძირითად ვარიანტად და შემდგომ მისი გაუმჯობესებული ვერსიები შექმნეს ჯილდოებითა და მიღწევებით, რომლებიც სხვადასხვა სპეციალურ საჭიროებასაც მოიცავდა, იქნება ეს DEI პანელზე სიტყვით გამოსვლის უფლება თუ Tom Wilson Disability Leadership Award. შემდგომ კი ჩეტბოტს რეიტინგის წარდგენა სთხოვეს — 60 ცდაში თავდაპირველი CV პირველ 75%-ში ხვდებოდა.

AI-ის დახმარებით რეზიუმეების დალაგება სულ უფრო ხშირად ხდება, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კვლევები, რომლებიც მის ეფექტურობას ან უსაფრთხოებას დაადასტურებს. სამსახურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მაძიებლისთვის, ყოველთვის არის კითხვა, უნდა შეიტანონ თუ არა რეზიუმეში შშმ სერტიფიკატები. ვფიქრობ, ეს ფაქტორი მაშინაც კი განიხილება, როცა ადამიანები ადგენენ რეიტინგებს, — აცხადებს ქეით გლაზკო, კომპიუტერული მეცნიერი.

ამბობენ, რომ ChatGPT ჰალუცინაციებს მიმართავს იმის არგუმენტირების დროსაც, თუ რატომ უშლის კანდიდატს კონკრეტული საქმის შესრულებაში ხელს მენტალური ან ფიზიკური დაავადება… ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩეტბოტი ჯერ კიდევ არ არის მზად, ადამიანი HR-ები ჩაანაცვლოს, რისიც ბევრს ძალიან ეშინია.

 

როგორ დავიძინოთ უკეთ? — კვლევა ერთ მარტივ ხერხს გვაცნობს

ფსიქოლოგიური ფაქტორები, თუ რატომ ცდილობენ ადამიანები პენსიაზე გასვლისგან თავის შეკავებას