in

ChatGPT Enterprise — უსაფრთხო და უფრო მძლავრი ჩეტბოტი ბიზნესისთვის

veon
veon

უკვე 10 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ChatGPT-იმ სრულად გარდაქმნა ხელოვნური ინტელექტის სამყარო და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთქმედების გზები. ახლა კი OpenAI სერვისის კომერციულ ვერსიას წარმოგვიდგენს, სახელწოდებით ChatGPT Enterprise. პოპულარული ჩეტბოტის ბიზნეს მოდელი გაძლიერებულ უსაფრთხოებას, მეტ კონფიდენციალურობას, უფრო მაღალ სიჩქარეზე წვდომას, პერსონალიზაციის ვარიანტებს და სხვა უპირატესობებს გვპირდება.

გასაკვირი არ არის, რომ კორპორაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ ბიზნესზე ორიენტირებულ AI სისტემებს, რათა ასე მეტად გაამარტივონ მუშაობის პროცესს. რაც შეეხება ამ უახლეს ჩეტბოტს, როგორც შემქმნელები ამტკიცებენ, ის ეფექტურ დამხმარედ იქცევა ნებისმიერი კომპანიისთვის — თანაც ნებისმიერი სენსიტიური ინფორმაციის დაცვას შეძლებენ. გარდა ამისა, ის სრულად აღმოფხვრის წინამორბედ ვერსიაში არსებულ ყველა ხარვეზს და დავალებებს ორჯერ სწრაფად შეასრულებს. ამასთანავე, მომხმარებლები ოთხჯერ დიდი მოთხოვნებისა და ფაილების დამუშავების საშუალებას მიიღებენ.

ეს ყველაფერი არ არის… ჩეტბოტი ტექნიკურ და არატექნიკურ სამუშაო გუნდებს საშუალებას მისცემს, ნებისმიერი სახის ინფორმაცია წამებში მიმოიხილონ — იქნებიან ესენი ფინანსური ანალიტიკოსები თუ მარეკეტერები. ასევე, უფრო დიდ ორგანიზაციებს შეეძლებათ, გასაზიარებელი ჩათის შაბლონები გამოიყენონ, რაც თანამშრომლებს შორის საქმიან კომუნიკაციას გაამარტივებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფასებს დააწესებს კომპანია ამ მომსახურებაზე, თუმცა დეტალური ინფორმაციის გავრცელება უახლოეს მომავალში იგეგმება.

10 კითხვა, რომლებიც უნდა დავსვათ ბიზნეს პარტნიორობის დაწყებამდე

„გასინჯე ტოპ|ქარდი, აიღე ერთხელ, გაანაწილე არაერთხელ“ — რე|ბანკის ახალი კამპანია