in

ChatGPT „ფერმერი რობოტის“ შესაქმნელად გამოიყენეს

გამოსახულების გენერატორები, საძიებო სისტემები და სკულპტურები — მოიძებნება ისეთი რამ, რის გაკეთებასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ შეძლებს? ამ საზღვრების კიდევ უფრო მეტად გასაფართოებლად, TU Delft-ისა და შვედეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (EPFL) მკვლევრებმა ცნობილი AI ჩეტბოტი საკუთარი პირველი რობოტის შესაქმნელად გამოიყენეს.

პლანეტაზე არსებული მრავალი პრობლემის გადაჭრის მიზნით, მეცნიერებმა უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება გადაწყვიტეს. ასე მივიდნენ იდეამდე, რომ ChatGPT-ის მეშვეობით პომიდვრის მოსავლის ამღები რობოტი აეწყოთ. „ამ მოდელის გამოყენება არა მხოლოდ უბრალო რობოტის შესაქმნელად გვინდოდა, არამედ რაღაც გამოსადეგის და საჭიროსი. თანაც ChatGPT აფართოებს დიზაინერების ცოდნას თუ მათი იდეების მატერიალიზების შესაძლებლობებს“, — ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ფრანჩესკო სტელა.

საინტერესოა, რომ ალგორითმი გამოსადეგი აღმოჩნდა როგორც კონცეპტუალურ, ისე განხორციელების ფაზაში. ის მეცნიერებს საჭირო რჩევებს აძლევდა პომიდვრის მოვლის თვალსაზრისით, თუ როდის რისი გაკეთება იქნებოდა უმჯობესი. მკვლევრებმა ერთობლივი გამოცდილება დადებითად მიიჩნიეს, ინჟინრების როლი კი უფრო ტექნიკური ამოცანების შესრულებაზე იყო ფოკუსირებული. თუმცა ამ დროისათვის ადამიანების ჩართულობა მაინც უმნიშვნელოვანესია.

როგორც ჩანს, დღევანდელი ჩეტბოტები ჯერ კიდევ არ არის მზად იმისათვის, რომ რობოტის სრული ფუნქციონირება სრულად მათ მიანდონ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ყურადსაღებია ტექნოლოგიის მიდრეკილება დეზინფორმაციის ან მიკერძოებული აღქმებისკენ. კერძოდ, ფრანჩესკომ განმარტა, რომ ჩეტბოტებთან მუშაობა ზრდის პლაგიატის, მიკვლევადობის ან ინტელექტუალური საკუთრების პრობლემებს.

ამ ეტაპზე მკვლევრები მოწყობილობისა და მისი ალგორითმის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

Meta-ს ახალი AI სისტემა ტექსტებს მუსიკად გარდაქმნის