2022 წელი საინტერესო იყო კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის სამყაროსთვის, რადგან გამოჩნდა ChatGPT – ენის მოდელი, რომელიც იყენებს ღრმა დასწავლის მეთოდს, ადამიანის მსგავსი ტექსტური პასუხების შესაქმნელად. გამოშვებიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, Reuters-მა განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაცია ისტორიაში, რომელმაც რეკორდულ დროში 100 მილიონი მომხმარებლის ბაზას მიაღწია.
თავდაპირველად ხელსაწყოს სასაუბროდ და კითხვებზე პასუხის გასაცემად იყენებდნენ, მაგრამ მალევე ბიზნესებმა მისი პოტენციალის შესწავლა დაიწყეს და აღმოჩნდა, რომ ChatGPT-ს ციფრული მარკეტინგის მიმართულებითაც შეუძლია დახმარება. კერძოდ, გაჩნდა ტერმინი ChatGPT SEO.
რა არის ChatGPT SEO?
OpenAI-მ, ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ გაწვრთნა ეს ხელსაწყო ინტერნეტში განთავსებული მასობრივი ტექსტების მონაცემთა ბაზაზე. ეს არის ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) ტექნოლოგია, რომელსაც ესმის თქვენი შეყვანილი მონაცემები და შესაბამის პასუხებს იძლევა.
მარტივი სიტყვებით რომ ავხსნათ, ეს არის თქვენი ვებსაიტისა და კონტენტის ოპტიმიზაციის პროცესი საძიებო სისტემებისთვის ChatGPT ტექნოლოგიის გამოყენებით. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეიძლება ChatGPT-ს გამოყენება SEO მიზნებისთვის.
მართალია, თავად ChatGPT არ არის SEO ინსტრუმენტი, თუმცა მას შეუძლია დაეხმაროს SEO-ს სხვადასხვა ასპექტში.ChatGPT ვერ ჩაანაცვლებს თქვენს მთლიან SEO სტრატეგიას, მაგრამ ის დამატებითი რესურსია თქვენი ციფრული სტრატეგიისთვის. იმის გარდა, რომ მას კონტენტის შექმნაში დახმარება შეუძლია, ასევე, დაგიგენერირებთ საკვანძო სიტყვებს და CALL TO ACTION-საც კი.
კონტენტის მონახაზის შექმნა
სანამ ChatGPT-ს გამოყენებას სრულფასოვანი კონტენტის შესაქმნელად შევუდგებით, მოდი, განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლია მას SEO კონტენტის შექმნა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა SEO მეგობრული კონტენტის შექმნისას არის მონახაზის შექმნა, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო თემასა და საკვანძო სიტყვას. ChatGPT დაგეხმარებათ, სასურველი თემის მიხედვით, ამ მონახაზის შექმნაში.
სათაურის გენერირება
გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ChatGPT საკვანძო სიტყვებით მდიდარი სათაურის შესაქმნელად. მოცემულ სქრინშოტზე ნაჩვენებია, როგორ შეიმუშავა ინსტრუმენტმა სათაურები შესაბამისი საკვანძო სიტყვების გამოყენებით.
კონტენტის შექმნა
მონახაზის შემდეგ უკვე შეგიძლიათ, ChatGPT-ს დააწერინოთ კონტენტი. რა თქმა უნდა, ადამიანის რედაქტირება დასჭირდება, მაგრამ დიდ საქმეს გაგიკეთებთ. მას არა მარტო ცალკეული მონაკვეთების, არამედ მთლიანი სტატიის დაწერაც შეუძლია.
საკვანძო სიტყვების კვლევა
SEO-სთვის საკვანძო სიტყვები იგივეა, რაც ადამიანისთვის ჟანგბადი. თუმცა, შესაბამისი და მაღალი რანგის საკვანძო სიტყვების პოვნა შეიძლება რთული ამოცანა იყოს ადამიანისთვის, მაგრამ არა ChatGPT-სთვის.
თემატური დაჯგუფება
თუ ამ ინსტრუმენტს მოსთხოვთ თქვენთვის სასურველ თემატიკაზე გამოყოფს მსგავსი თემატური ჯგუფები ან ქვეჯგუფები, ის ამასაც აუცილებლად გააკეთებს. ეს კი თქვენ დაგეხმარებათ SEO-ს ნაწილში.
პროდუქტის აღწერა
და ბოლოს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, პროდუქტის აღწერა, რაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ელექტრონული კომერციის საიტებზე პროდუქტის აღწერილობები იგივე მათი SEO-ს ნაწილია. თუ გსურთ, რომ ამ აღწერაში ისეთი სიტყვები და ფრაზები მოახვედროთ, რომლებსაც დიდი ალბათობით მომხმარებლები ჩაწერენ საძიებო სისტემებში, დაეკითხეთ ChatGPT-ს.
როგორც ვხედავთ, ChatGPT სასარგებლო ინსტრუმენტია SEO-სთვის. ერთადერთი, რაც ადამიანმა მასთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოს, სწორად მიწოდებული მონაცემებია, რათა AI ინსტრუმენტმაც სწორად დაამუშაოს ბრძანება.